workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უკვე სამი თვეა, ”ვალენსია” არავის დაუმარცხებია

უკვე სამი თვეა, ”ვალენსია” არავის დაუმარცხებია

”ბერნაბეუზე” განცდილი მარცხის შემდეგ, უნაი ემერის გუნდი არავის დაუმარცხებია. დღევანდელი მდგომარეობით ”ღამურები” მესამე პოზიციას იკავებენ ესპანეთის ჩემპიონატში. უკვე 11 მატჩია, რაც ვერავინ სძლია ”ვალენსიას”. სწორედ ახლა, საუკეთესო ფორმაში მყოფი ”ღამურები” საკუთარ მოედანზე კატალონიელებს უმასპინძლებენ.

შესანიშნავი მატჩი ”კამპ ნოუზე”

2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ”ბარსელონამ” სტუმრად მიიღო ”ვალენსია”. გუნდებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ”ღამურების” მხრიდან გოლი პაბლო ერნანდესმა გაიტანა, თუმცა პუიოლისა და ინიესტას გოლების წყალობით კატალონიელებმა მაინც მოიპოვეს  გამარჯვება.

2010 წლის 4 დეკემბერს ”ვალენსია” მადრიდს ეწვია და დამარცხდა. ”ბერნაბეუზე” განცდილი მარცხი რიგით მეხუთე აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში. შედეგად უნაი ემერის გუნდი ექვსი ქულით ჩამორჩა ”ვილიარეალს”.

როგორც ჩანს ”ბერნაბეუზე” განცდილმა მარცხმა გარდატეხა შეიტანა ”ღამურების” თამაშში. მას შემდეგ ”ვალენსია” ვერავინ დაამარცხა. სწორედ ახლა ელის მათ მატჩი ”ბარსელონასთან”.

27 ქულა შესაძლო 33-დან

11 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის შედეგად ”ვალენსიამ” 27 ქულა დააგროვა. ახლა ისინი 4 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარ ”ვილიარეალს” და მეხუთე ადგილოსან ”ესპანიოლზე” 11 ქულით წინ არიან.

მათ გადალახეს წინააღმდეგობები

ხუან მატა არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხუაკინთან, პაბლო ერნანდესთან და სოლდადოსთან ერთად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უნაი ემერის აკლია მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, არიტს ადურიზი. ”ვალენსიამ” გადალახა საკმაოდ რთული პერიოდი და დროის ამ შუალედში მათ გამარჯვება მოიპოვეს ”ანოეტაზე” (”რეალ სოსიედადის” სტადიონი), ”კალდერონზე” (მადრიდის ”ატლეტიკოს” სტადიონი) და ”სან მამესზე” (”ატლეტიკის” სტადიონი).

 

შეძლებს თუ არა ”ვალენსია” წაუგებელი სერიის გაგრძელებას ”ბარსასთან” მატჩში?

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში