workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ერნესტო ვალვერდე?

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ერნესტო ვალვერდე?

ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაინიშნა და, შედეგების მიხედვით, არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა მისი გუნდი. ბასკი სპეციალისტის ხელში კატალონიური კლუბი ლა ლიგაში დაუმარცხებელია, სამეფო თასის ფინალშია, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ერნესტო ვალვერდეს მიმდინარე სეზონში ოქროს დუბლის (ლა ლიგა და სამეფო თასი) მოგების ძალიან რეალური შანსი აქვს, არც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა იქნებოდა დიდი კატასტროფა, მაგრამ “ბარსელონას” გულშემატკივრები იმან გააცოფა, რომ ვალვერდემ “სტადიო ოლიმპიკოზე” ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა და მანამ სანამ მისმა გუნდმა მესამე გოლი არ გაუშვა, შეტევაზე არც უფიქრია. “ბარსელონას” არაერთი მარცხი გვახსოვს კლუბის დიდების წლებშიც, თუმცა ეს კლუბი მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გამოდის და მსგავსი ფაქტი მისთვის უცხოა.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” გულშემატკივრები ძალიან გაბრაზებულები არიან და უმრავლესობას ერნესტო ვალვერდეს კლუბიდან წასვლა სურს, თან ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კატალონიურ გრანდი მიმდინარე სეზონში საერთოდ არ თამაშობს ისეთ ლამაზ და ლაღ ფეხბურთს, როგორსაც მიგვაჩვია. ამიტომ საერთოდ არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლონ. ვინ შეიძლება შეცვალოს ვალვერდე?

მაურიციო სარი
59 წლის იტალიელი სპეციალისტი 2015 წლის ზაფხულიდან “ნაპოლის” უდგას სათავეში და “ცისფრებს” ძალიან კარგ ფეხბურთსაც ათამაშებს, განსაკუთრებით კი მიმდინარე სეზონში.

მიმდინარე სეზონში მაურიციო სარიმ ძირითადი აქცენტი იტალიის სერია ა-ზე გააკეთა და ახლოსაც იყო ჩემპიონობასთან, თუმცა “ნაპოლის” ფეხის დაცდენა “იუვენტუსმა” არ აპატია და გალიდერდა.

მაურიციო სარის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა პეპ გვარდიოლამაც, როდესაც მისი გაწვრთნილი “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სარის “ნაპოლის” დაუპირისპირდა.

კიკე სეტიენი
ესპანელი სპეციალისტი გასულ ზაფხულს “რეალ ბეტისს” ჩაუდგა სათავეში და მისი გუნდი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-5 პოზიციას იკავებს და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მისი გუნდი, ტრადიციულად, ძალიან ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გვახსოვს, რომ წინა 2 სეზონის განმავლობაში იგი სათავეში ლა ლიგაში ახლად გადმოსულ “ლას პალმასს” ედგა და შესანიშნავად ათამაშებდა, მისი წასვლის შემდეგ კი კანარის კუნძულელები უკვე განწირული არიან სეგუნდა დივიზიონში დასაბრუნებლად.

ლეონარდო ჟარდიმი
“მონაკოს” 43 წლის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო. ჟარდიმი თეთრ-წითლებს 2014 წლიდან უდგას სათავეში.

ალბათ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს გასულ სეზონში მისი გუნდის მიერ გაკეთებული საოცრებები. “მონაკო” 2016/2017 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა 95 ქულით, გაიტანა 107 გოლი, ჩემპიონობა წაართვა “პარი სენ-ჟერმენს”, 8 ქულით აჯობა და მასზე 24-ით მეტი გოლი გაიტანა. ლეონარდო ჟარდიმმა თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა.

ფილიპ კოკუ
47 წლის ჰოლანდიელი მწვრთნელი ამჟამად სათავეში ჰოლანდიურ “პსვ ეინჰოვენს” უდგას, რომელსაც თითქმის უკვე გაფორმებული აქვს ჰოლანდიის ჩემპიონობა. კოკუ “ბარსელონაში” 1998-2004 წლებში გამოდიოდა.

“ბარსელონას” ექს-ნახევარმცველი გასულ სეზონშიც მოისაზრებოდა შესაძლო მწვრთნელად, თუმცა კატალონიელებმა არჩევანი ერნესტო ვალვერდეზე შეაჩერეს. კოკუ ვალვერდესგან განსხვავებით “ბარსელონას” სტილის, შემტევ და უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (71)

  • BaRcA-მეტი ვიდრე კლუბი
    schedule 17 აპრ 2018, 00:11
    #71

    არ ვიცი რატომ მაგრამ სეტიენის მართალი უცნაური და ამავდროულად საკმაოდ კარგი სტილი მომწონს

  • messi-neymar
    schedule 15 აპრ 2018, 20:51
    #70

    კლოპი ყველაზე კარგი იქნებოდა მაგრამ არამგონია ლივერპული დატოვის როცა საათივით აწყობილი აქვს ყველსფერი

  • რაფა მარკესი1
    schedule 15 აპრ 2018, 07:48
    #69

    1)იოახინ ლიოვი(გერმანია), 2)ხორხე სამპაოლი(არგენტინა), 3)ჟორჟე ჟესუსი(სპორტინგი), 4)ლეონარდო ჟარდიმი(მონაკო), 5)ფილიპ კოკუ(პსვ).

  • Davit..
    schedule 14 აპრ 2018, 16:46
    #68

    უკონკურენტოდ ავირჩევდი ამ მწვრთნელებიდან კოკუს!!! ყველაზე ახლო ფილოსოფიასთან ის არის 1998-2004მდე ითამაშა 200ზე მეტი შეხვედრა და იცის ბარსელონა სხვა კანდიდატურებზე მეტად

  • გურო ბარსა ლიონი
    schedule 14 აპრ 2018, 14:54
    #67

    კოკუ ან ჟარდიმი

  • romchika2001
    schedule 14 აპრ 2018, 14:38
    #66

    კლოპი მოიყვანონ ძაან მაგარი იქნება და ვნახავთ ნამდვილ ბარსელონას!!!!<3 <3 <3

  • Loading…
    schedule 14 აპრ 2018, 14:32
    #65

    გვარდიოლა გვიშველე

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 14 აპრ 2018, 14:32
    #64

    ციტატა: SHOTAMESSI10
    ჩავი მოიყვანეთ


    ეგ ყველას გვინდა, მაგრამ ეგრე ადვილია? 2 წელი არ ასრულებს საფეხბურთო კარიერას, ყატარში რჩება, როცა დაასრულებს 2-3 წელი "ბარსა" B და მერე მოვა.

    პ.ს. ლიონელ მესი 10 რომ მეწერა, ეგ ვარ, ნიკი შეცივვალე.

  • metreveli_FCB
    schedule 14 აპრ 2018, 14:30
    #63

    თუ გაუშვეს ჟარდიმი იდეალური ვარიანტია

  • SHOTAMESSI10
    schedule 14 აპრ 2018, 14:24
    #62

    ჩავი მოიყვანეთ

  • kencho
    schedule 14 აპრ 2018, 14:19
    #61

    ციტატა: Messiah

    ციტატა: Arthur Melo

    ციტატა: Messiah
    Messiah


    რეალ-ბავარიაზე რას ფიქრობ?

    ჰაიკენსი უფრო გამოცდილია , უფრო დიდი მწრთვნელია .. ფეხბურთელებმა იციან რო დაბრუნდა და ნეხვიდან ამოიყვანა გუბდი და იბრძოლებენ მერთვნელისთვის…

    ბაიერნს ყველაზე დიდი შანსი ექნება თუ ისე მოიწცევა როგორც იუვე.. ირბენს მისი ფეხბურთელები ბევრს და ბევრ შავ სამუშაოს გააკეთებენ ..სხვანაირა დპოზიციური თამაშებით ან კონტრშეტევებით ვერ მოიფებენ . ყველა წერტილში ყკეთესი ფეხბურტელები ჰყავს რეწლს და საერთოდ გუნდიც უკეტესი ჰყავს. ვნახოთ..

    რეალიც მოტივირებულია წელს ლიგა რო ვერ დადონ ეტლი კვახად გადაექცევათ..

    უთასო სეზონს ჩაატარებენ, მესი აიღებბს მაგბშემთხვევაში ოქროს ბურთს და კარიდორის გაკეთებაც მოუწევთ.

    შეიძლება ტუ ლივერპულმა მმოიგო ლიგა ოქროს ბურთი სალაჰმა მოიგოს