რობინ ვან პერსი “უეფას ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრას, კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ, მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს…
27 წლის ფორვარდმა “ინგლისის ლიგის თასის” ფინალში, სადაც “არსენალი” “ბირმიმგემს” უპირისპირდებოდა, მუხლზე ტრავმა მიიღო. არსენ ვენგერის ცნობით კი ჰოლანდიელ ფორვარდს მინდვრის გარეთ ყოფნა 3 კვირის მანძილზე მუწევს. ასე, რომ “მეთოფეთა” ერთ–ერთი ლიდერის ხილვას 8 მარტს ფეხბურთის გულშემატკივარი ვერ შეძლებს.
“საუბედუროდ, ჩვენ ცუდი ამბები გვაქვს. მომდევნო სამი კვირის მანძილზე გუნდს ვან პერსი ვერ დაეხმარება,” განაცხადა ვენგერმა. “შეიძლება ამ ტრავმის მოშუშებას ურო მეტი ხანიც დაჭირდეს. მინიმუმი 3 კვირაა და ამიტომაც იგი “ბარსელონასთან” შეხვედრას ვერ გამართავს.”
ვან პერსის გარდა ვენგერის განკარგულებაში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც სხვადასხვა სახის ტრავმა აწუხებს. ასეთია გუნდის გოლკიპერი ლუკას ფაბიანსკი, მცველი ტომაშ ვერმაელენი, გუნდის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი და მარცხენა მცველებისთვის არც ისე სასიამოვნო მეტოქე, თეო ვოლკოტი.



