workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია”–”ბარსელონა”, ვილანოვა მატჩის წინ

“ვალენსია”–”ბარსელონა”, ვილანოვა მატჩის წინ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწემ, ტიტო ვილანოვამ “ვალენსიასთან” მატჩის წინ პრეს–კონფერენცია გამართა. ვილანოვას თქმით, “ბარსას” ძალიან უჭირს “მესტალიაზე” თამაში: ” ჩვენ ყოველთვის გვიჭირს ვალენსიაში თამაში. ჩვენ არასოდეს მოგვიგია აქ.“

ტიტომ ისაუბრა ხოსეპ გვარდიოლას შესახებ: ” პეპს ტკივილი აწუხებს რამდენიმე დღეა და დღეს ვარჯიშზე მოსვლა ვერ მოახერხა. ვნახოთ როგორ იქნება ის ხვალ. ვფიქრობ, რომ კარგად იქნება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მატჩი გვაქვს სათამაშო.“

ვილანოვას აზრით “ღამურების” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერის კარგად აქვს შესწავლილი “ბარსას” თამაში: ” წინა წელს იყო მატჩი, რომელშიც თავისუფლად შეიძლებოდა დავმარცხებულიყავით. მე წარმოვიდგინე, რომ შეიძლება ეს მატჩი წინა ორის მსგავსი იყოს. ემერის კარგად ვყავართ შესწავლინნი.“

მან ასევე ისაუბრა მეტოქეზეც: ” მათ კარგად იციან შეტევა და უკანაც კარგად თამაშობენ. მათ ფლანგის მოთამაშეებს დაცვაში თამაშიც კარგად შეუძლიათ. ისინი ძალიან სახიფათოები არიან კონტრ–შეტევების დროს.” ვილანოვამ თავი შეიკავა იმ კითხვებზე პასუხის გაცემისაგან, რომელიც გუნდის საჩემპიონო შანსებს ეხებოდა: ” რაც არ უნდა ვქნათ “ვალენსიასთან”, ეს არაფერს გადაწყვეტს ლა ლიგაში”.

მოგეხსენებათ ჩავი ერნანდესი გამოჯანმრთელდა. კითხვაზე ითამაშებს თუ არა იგი ხვალ. ტიტომ უპასუხა: ” ჩვენ ყველაფერს ხვალ ვნახავთ.“

მან ასევე ისაბრა ორ ტრავმირებულ ფეხბურთელზე, პუიოლზე და ვიქტორ ვალდესზე: ” პუიოლი ძალიან ბედნიერია და მზადაა გააკეთოს ის, რაც არასოდეს გაუკეთებია, მაგრამ მისი გამოჯანმრთელება თანმმდევრული პროცესია, ასეა ვალდესიც. სიტუაცია შეიძლება უცებ შეიცვალოს, ასე რომ ჩვენ ლოდინი მოგვიწევს,” დაასრულა ვილანოვამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში