მოგესალმებით განახლებულ ბარსამანიაზე.
უპირველესად, გაცნობებთ, რომ ახალი დიზაინი სატესტო რეჟიმშია. ახალი ფუნქციების დამატების შემდეგ, შესაძლოა, საიტმა გამოიწვიოს სერვერის გადატვირთვა. ერდღიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყდება, დარჩება ახალი დიზაინი, თუ დაბრუნდება ძველი.
ახლა კი, რაც შეეხება უშუალოდ ახალ დიზაინს – უპირველსად, აღვნიშნავთ, რომ ახალი საიტი ოპტიმიზირებულია ბრაუზერზე Firefox Mozilla (თუმცა, მუშაობს სხვა ბრაუზერებზეც).
ახალი დიზაინის დაყენების შემდეგ, საიტზე ხდება როგორც ფუნქციების დამატება, ასევე შეცვლა და გამოკლება.
• ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ საიტის მთავარ გვერდზე განთავსდა უფრო მეტი ინფორმაცია. პარალელურად, შემცირდა გვერდის სიგრძე. ამიერიდან, საიტის ჩატვირთვისთანავე, პირდაპირ გამოჩნდება ბოლო 10 სიახლე (თუ რომელიმე სიახლე აპინული არაა, როგორც ამჯერად). ამ 10 სიახლიდან, ბოლო იქნება საიტის მარცხნივ, სურათით. დანარჩენი 9, გამოჩნდება საიტის ცენტრში, სურათის გარეშე.
• საიტს დაემატა ახალი ფუნქცია – “მოკლე სიახლეები”. ამ ბლოკში დაიდება ისეთი სიახლეები, რომლების გამოც სრული სტატიის დაწერა არ ღირს. ასევე, სასწრაფოდ დასადები სიახლეები, რომლების განვრცობასაც დრო სჭირდება. “მოკლე სიახლეების” ბლოკის საშუალებით, მომხმარებლები ასევე მიიღებენ ინფორმაციას საიტზე განხორციელებული ცვლილებების შესახებაც.
• საიტზე დარჩა სულ 3 კატეგორია – სიახლეები, კარიკატურები და პრესა. მთავარ გვერდზე, კარიკატურებისა და პრესისთვის, გამოყოფილია ცალკე ადგილი, საიტის მარჯვენა ნაწილში.
• მთავარ გვერდზე გამოვიტანეთ “ბარსელონა” კალენდარი და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილი.
• საიტს დაემატა ფუნქცია “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. მთავარ გვერდზე, ქვედა მარცხენა ბლოკში, ყოველდღიურად, დაიდება ინფორმაცია “ბარსელონას” ისტორიაში, კონკრეტულ დღეს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.
• შეიცვალა სიახლეებში კომენტარების სორტირება. ამიერიდან, თითო გვერდზე გამოჩნდება 50 კომენტარი და ისინი დალაგებულნი იქნებიან არა ზრდადობის, არამედ კლებადობის მიხედვით.
• საიტს დაემატა სიახლეების ფავორიტებში შენახვის ფუნქცია.
• საიტს დაემატა ჩეთი.
ვისაც სიახლეების ძველი წყობა ურჩევნია, მას შეუძლია მენიუშ მოძებნოს განყოფილება “სიახლეები” და იქ ნახოს ძველი წყობით.
[color]კაია
#Respect!
მაარია
მაგარია
ძალიან კარგი გამოვიდა
კარგია მაგრამ სმაილებს ვერ ვწერ :X
არ ვიცი ვერც მე ვწერ
ძან მაგარია <3
მაგარია საღოლ ძაან მომეწონა…
!!! Visca El Barca !!!
გავაკეთებთ დღის განმავლობაში
ბრაუზერში ქეში გაწმინდეთ