“რომას” ფორვარდმა, სტეფან ელ შაარავიმ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.
“კამპ ნოუზე” რთული შეხვედრა გველის, მაგრამ დასაკარგი არაფერია. ხასიათი უნდა ვაჩვენოთ და შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ. დაპირისპირება 180 წუთი გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, კატალონიაში სასურველი შედეგისთვის ბრძოლისას საპასუხო მატჩი მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს.
მესის ქმედებებსა და მეტოქის კომბინაციებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ჩვენ ყველაზე ძლიერ ოპონენტთან გვიწევს დაპირისპირება. ყოველ ჯერზე, როცა არგენტინელი ბურთს იღებს, მაყურებელს საოცრებას სთავაზობს. სწორედ ამიტომ, მისი შეზღუდვა და შესაფერისი რეაგირების მოხდენა იქნება საჭირო.”-ამბობს ელ შაარავი.
მაგიტომააც ყველაზე დიდი ანგარისით დაგამარცხებტ
Wels ligaze romelime matchshi daexmarnen?