workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტი: “ელ შაარავის შეძენას “ბარსაც” ცდილობდა”

აგენტი: “ელ შაარავის შეძენას “ბარსაც” ცდილობდა”

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “მილანის” თავდამსხმელის, სტეფან ელ შაარავის აგენტი რობერტო ლა ფლორიო აცხადებს, რომ მისი კლიენტით დაინტერესებულები იყვნენ ისეთი კლუბები, როგორებიც “ბარსელონა” და “ინტერი” არიან. იტოყიბინება GR Parlamento.

“სტეფანით ბევრი ინტერესდებოდა. მისი შეძენა სურდათ ინგლისურ კლუბებს, “ინტერსა” და თუ არ ვცდები, “ბარსელონასაც”. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში ყველაზე სწორად ამ საკითხს “მილანი” მიუდგა”. გადმოგვცემს აგენტის სიტყვებს Football-italia.

სტეფან ელ შაარავი ამჯერად მეორე ადგილს იკავებს “სერია ა”-ს ბომბარდირებს შორის. 20 წლის ფეხბურთელმა 27 ტურში 16 გოლი მოაგროვა და მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება “ნაპოლის” თავდამსხმელს ედინსონ კავანის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward