პეპ გვარდიოლას გუნდი “მესტალიას” ორჯერ ეწვია “ვალენსიასთან” დასაპირისპირებლად. ორივე შემთხვევაში მატჩი ფრედ დასრულდა, პირველ შემთხვევაში 2008/09 წლებში 2:2 დამთავრდა, ხოლო შარშან კი უგოლო მატჩი გამოდგა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ახლა კი ამ ფრეების ანალოგიები და შედარება წინა წელთან.
შარშან გასვლაზე “ბარსელონამ” “ალმერიასთან” 2:2 ითამაშა, მაგრამ წელს “ბლაუგრანამ” იგი გაანადგურა და “ბარსელონას” ისტორიაში გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო 0:8.
ხოლო რაც შეეხხება 0:0, შარშან “ესპანიოლთან” “ბარსელონამ” 2 ქულა დაკარგა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო წელს ამ სტადიონზე კატალონიურ კლუბი კატალონიური გრანდის მიერ განადგურებული იქნა 1:5.
“ბარსელონა” “მესტალიას” 3 მარტს ესტუმრება, ეს ბოლო ვიზიტი არ იქნება ამ სეზონში, “ბარსელონას” 20/21 აპრილს ამავე სტადიონს ესტუმრება და გამართავს “კოპა დელ რეის” ფინალურ მატჩს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.



