ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში, ლა ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერს, ლიონელ მესის ორი ფეხბურთელი უსწრებს: მოჰამედ სალაჰი და ჩირო იმობილე. ორივე მათგანმა დღეს მეტოქის კარის აღება მოახერხა.
სალაჰმა გოლი “კრისტალ პალასთან” შეხვედრის მიწურულს გაიტანა და “ლივერპულს” გამარჯვება მოუტანა, იმობილემ კი “ლაციოსთან” ერთად სერია ა-ს აუტსაიდერ “ბენევენტოს” დუბლი შეუსრულა.
საერთო მაჩვენებლის მიხედვით ამ დროისთვის პირველ ადგილზე ეგვიპტელი ფორვარდია 29 გოლით, იმობილეს 26 გოლი აქვს, მესის კი მასზე ერთით ნაკლები. თუმცა, არგენტინელს “ბარსას” შემადგენლობაში ერთი თამაში აქვს რეზერვში. გუნდი დღეს, 22:45 საათზე “სევილიას” დაუპირისპირდება და გამორიცხული ნამდვილად არაა, რომ ლეომ იტალიელის შედეგი მაინც გააუმჯობესოს.
მესიმ შეკლასნაა აბა რა
სალაჰი დედას იხნავს იმენა დაფრინავს
ახლა უჯვე ლევალდოვსკიმაც გაიტანა ჰეთრიქი და 26-გოლი გაუხდა
მთელი მეორე ტაიმი უნდა ვათამასოთ და ორი მაინც უნდა გაიტანოს
კი მეორე ტაიმში უნდაშემოვციდეს და 1 გოლი გაიტანოს