უეფას დოპინგ-კონტროლის კომისია “ბარსელონას” ვარჯიშს დაესწრო. შარდისა და სისხლის ანალიზი კატალონიური გრანდის 11 მოთამაშეს ჩაუტარდა, იტყობინება Sport.
ტესტი გაიარეს იმ მოთამაშეებმა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ (“ჩელსი” – 3:0): ტერ შტეგენი, სერჟი რობერტო, ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ივან რაკიტიჩი, ანდრეს ინიესტა, უსმან დემბელე, ლიონელ მესი და ლუის სუარესი.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ლიდერები კომისიას მოულოდნელად აქამდე არაერთხელ შეუმოწმებია.




ახლა გავახსენებ ზოგიერთებს, რამოდენიმე თვის უკან მესიმ გეტრიდან რომ რაღაც ამოიღო და შეჭამა, ატყდა ხმაური თითქოს აკრძალული პრეპარატი მიიღო. მოულოდნელ დოპინგ კონტროლს ბარსა მიეჩვია და იდიოტი უნდა იყოს ადამიანი ამას ვერ ხვდებოდეს.
დოპინგს ბარსადან არავინ ეტანება დარწმუნებული ვარ