ჩავი და ჟეფრენი მზად არიან

ჩავი და ჟეფრენი მზად არიან

გუშინ ჩავიერ ერნანდესმა დაიწყო ვარჯიში გუნდთან ერთად. მისი გამოჯანმრთელების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს. ჩავი სრული დატვირთვით არ ვარჯიშობდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იგი სრულიად ჯანმრთელადაა. ისევე როგორც კარლეს პუიოლი და ხეფრენ სუარესი. 

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიკოსებმა კვლავ ჩაუტარეს ესპანელ ფეხბურთელებს გამოკვლევა, გამოკვლევამ დაადგინა, რომ ჩავი და ხეფრენი მზად არიან “ვალენსიასთან” ითამაშონ. აღსანიშნავია, რომ უკვე გამოჯანმრთელდა კარლეს პუიოლიც, რომელიც ალბათ იქნება ძირითად შემადგენლობაში “მესტალიაზე” “ღამურების” წინააღმდეგ.

ხოლო რაც შეეხება ვიქტორ ვალდესს, მანაც დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, ხუთშაბათს თბილისის დროით ღამის 1 საათზე ესპანელი ვიხილოთ. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია