“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“მესისა და ტერ შტეგენის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. ხუთშაბათს, ისინი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შედეგადაც, დაზიანებას შევაფასებთ.
ლეომ “ატლეტიკოსთან” გამართული ბოლო შეხვედრა კარგად დაასრულა და იმედი გვაქვს, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ არის.“-ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს “ბარსელონას” პრეს-სამსახური.




არუნდა წავაგოთ.ოქროს ლა ლიგა გაასწორებდა.
სევილიასთან ორივე მინდა რომ იყოს