დღეს ხოსეპ გვარდიოლამ გადაწვიტა, რომ ფეხბურთელები დაესვენებინა. მაგრამ ეს დასვენება, მხოლოდ და მხოლოდ ძირითად ფეხბურთელებზე განწესდა, ანუ მათზე ვინც გუშინ მთელი მატჩი მოედანზე დაჰყვეს, ტრავმირებულები და გუშინ ნაკლებად აქტიურები დღეს ვარჯიშს დაუბრუნდნენ.
ვარჯიშზე 13 ფეხბურთელი იმყოფებოდა: ბოიანი, მაქსველი, აბიდალი, ადრიანო, მასკერანო, კეიტა, პედრო და დანი ალვესი. აღსანიშნავია, რომ გუშინ აბიდალმა და კეიტამ 90 წუთი ითამაშეს, ხოლო ადრიანო და პედრო შეცვალა გვარდიოლამ . ამისდა მიუხედავად, ეს ოთხი ფეხბურთელი მაინც ვარჯიშობდა. მაგრამ მათთვის ვარჯიში შედარებით მსუბუქი იყო.
სასიხარულოა ის ინფორმაცია, რომ ვარჯიშს ტრავმირებულებიც დაუბრუნდნენ.
პუიოლი და ხეფრენი წინა ვარჯიშებზეც იმყოფებოდნენ, სასიხარულო ის არის, რომ ვარჯიშს ვიქტორ ვალდესი და ჩავი ერნანდესი დაუბრუნდნენ.
ვარჯიშს გუნდი ხვალ დილით “სიუდად ესპორტივაზე” ადგილობრივი დროით 11 საათზე განაახლებს. აღსანიშნავია, რომ ხვალ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ივარჯიშებს.



