workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდესთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს?

ვალვერდესთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს?

ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა მარტის თვეში, მცირე შესვენებებით ზედიზედ 6 შეხვედრა გამართა და დაუმარცხებელის სტატუსი მაინც შეინარჩუნა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “ბარსელონამ” “ჩელსი” 3:0 დაამარცხა, შიდა ჩემპიონატში კი ყველაზე ახლო მდევართან სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.

მარტის თვეში გამართულ 6 მატჩში “ბარსელონამ” 5 გამარჯვება მოიპოვა (1 ფრე). “ბლაუგრანამ” 9 გოლი გაიტანა და ერთადერთი გაუშვა.

18 მარტს, “ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ ბილბაოს “ატლეტიკის” კარი აიღო და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 25-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

30 წლის არგენტინელი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 9 სეზონის განმავლობაში შეძლო მინიმუმ 25 გოლის გატანა.

“ბლაუგრანას” “ათიანი” კვლავ ბომბარდირთა და ასისტენტთა დავის ლიდერია, თუმცა პარალელურად, მეორე პოზიცია დაკარგა ლუის სუარესმა, რომელსაც, გატანილი გოლების რაოდენობით მადრიდის “რეალის” ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ გადაუსრო (22).

  • “ბარსელონასა” და მე-5 ადგილოსან “ვილიარეალს” შორის აღმოუფხვრელი სხვაობაა. კატალონიური გრანდი კალეხა რევილიას გუნდს 28 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერნესტო ვალვერდეს გრანდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა. ტოპ-5 ლიგაში ამის გაკეთება “მანჩესტერ სიტიმ” და მიუნჰენის “ბაიერნმაც” მოახერხეს.

თუმცა, ალბათ ყველა თანხმდება, რომ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაქსიმუმი არათუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, არამედ ამ ტურნირის მოგება და შიდა ჩემპიონატში პირველობა იქნება.

გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პრაქტიკულად გაინაღდა. თავად შეაფასეთ, რამდენად შესაძლებელია დარჩენილ შეხვედრებში აქამდე წაუგებელი გუნდის მინიმუმ 3-ჯერ დამარცხება. საფეხბურთო სამყარო პირველობის “მშრალად” მოპოვების მოლოდინშია, ერნესტო ვალვერდეს კი ამისთვის საჭირო ყველა რესურსი აქვს.

მოკლე მონაკვეთში ჩატარებული 6 შეხვედრით მარტი არ ამოწურულა. “ბარსელონა” თვის ბოლოს “სანჩეს პისხუანზე” “სევილიას” დაუპირისპირდება. წინა ტურში, ანდალუსიელები, რომლებიც ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, “ლეგანესთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. ეს, მათთვის, ლა ლიგაში ზედიზედ მეორე წაგება აღმოჩნდა.

უქულოდ დარჩენას ისიც დაემატა, რომ “სევილიამ” გუნდის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია დაკარგა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და ის “ბარსელონასთან” 31 მარტს გასამართ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მოცემულ მომენტში “ბარსელონას” წამყვანი მოთამაშეები სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ გუნდთა ღირსებას იცავენ, დაბრუნების შემდეგ კი საოცარი სვლის გაგრძელებას შეეცდებიან.

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ერნესტო ვალვერდეს კოლექტივისთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ერთადერთი კი რაც მათ დიდი მიზნებისკენ სვლაში ხელს შეუშლის ალბათ, სერიოზული საკადრო პრობლემებით შექმნილი რთული გარემოება იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Nsemedo2
    schedule 25 მარ 2018, 22:48
    #5

    ყველაზე რთული ჩ.ლიგა იქნება ალბათ… მაგრამ ბარსა ისეთ ფორმაშია.. ერთი სიტყვით და ორი გაგებით მე-3 ტრიპლეტი უნდა დავდოთ❤❤❤❤

  • messi and iniesta
    schedule 25 მარ 2018, 15:52
    #4

    ჩემპიონთა ლიგის მოგება ლა ლიგაში ერთი მატჩის არ წაგება და კუპის მოგგება ეს უნდა გავაკეთოთ

  • Zura88
    schedule 25 მარ 2018, 13:18
    #3

    ბარსამ ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. laughing laughing stuck_out_tongue_closed_eyes

  • gio-barca29
    schedule 25 მარ 2018, 13:11
    #2

    მიდი ვალო მოიგე ტრიპლეტი და აბარგდი ბარსადან

  • nika 54
    schedule 25 მარ 2018, 13:08
    #1

    ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ერნესტო ვალვერდეს კოლექტივისთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ერთადერთი კი რაც მათ დიდი მიზნებისკენ სვლაში ხელს შეუშლის რთული გარემოებები იქნება.
    და რა განსხვავებაა "გამოუვალ სიტუაციასა" და "რთულ გარემოებებს" შორის?