სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი მანჩესტერში, “ეტიჰადზე”, სადაც ლეო მესის არგენტინის ნაკრები იტალიას უპირისპირდებოდა.
“ალბისელესტემ” უჩვეულოდ კარგი და ლამაზი ფეხბურთი შემოგვთავაზა, თან გუნდის უპირობო ლიდერის, ლეო მესის გარეშე. სამხრეთ ამერიკელებმა ევროპელები ევერ ბანეგასა და მანუელ ლანსინის გოლებით 2:0 დაამარცხეს.
არგენტინის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართავს, სადაც მისი მეტოქე ადგილობრივი ესპანეთი იქნება. ლეო მესის თამაში მომდევნო მატჩშიც საეჭვოა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=_HjNDmSOGWw]




მალაცი მალაციი ბიჭებიიი ♥
ცუდათ არ უთაშიათ მაგრამ ბევრი რავ აქვთ გამოსასწორებელი ფაქტია ლეოს გარეშე გუნდა მაგრა ითამაშა და ლეოსთან ერთად ხო წარმომიდგენია ვამოოოოს
გამიხარდა
მესისთან ბევრად უკეთესი იქნება,მაგრამ დაცვაში ბევრი პრობლემა იყო და ბურთის ამოტანა უჭირდათ ნახევარმცველებს.
ცენტრი მისახედია.
ამის მიუხედავად არგენტინას ფავორიტად მაინც არ მივიჩნევ,უამრავი პრობლემის და მთავარი-სამპაოლის გამო.
ბრაო არგენტინას თითქმის მეორე შემადგენლობით მოუგო