კლუბის ხელმძღვანელობა “ბარსა ბ”-ს ორ ფეხბურთელზე, ორიოლ ბუსკეტსზე და ხუან მირანდაზე დიდ იმედებს ამყარებს და უახლოეს მომავალში ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს, იტყობინება Marca.
ახალი კონტრაქტი ფეხბურთელებს კლუბთან კიდევ მინიმუმ 3 წლით დააკავშირებს. მირანდას ამჟამინდელი კონტრაქტი ერთი სეზონის შემდეგ იწურება, ბუკსეტსის კი – მიმდინარე სეზონის ბოლოს.
ორიოლმა სეზონი კარგად დაიწყო და ძირითადი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ამან მისი განვითარების პროცესი დროებით შეაფერხა. რაც შეეხება მირანდას, ის საკმაოდ იმედის მომცემი ნახევარმცველია, თუმცა სარეზერვო გუნდში თამაშში ჩართვა ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან უწევს.




100% გეთანხმები
კაი ამბავია თორემ ეს ბოლო დროა ვყიდით ლა მასიის ყველა ფეხბურთელს ვინც კარგად თამაშობს