მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ესპანეთის ნაკრების წევრი ვარ

პიკე: შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ესპანეთის ნაკრების წევრი ვარ

“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე აცხადებს, რომ “ფურია როხას” მაისურით თამაში სიამოვნებას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ სხვები.

“შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს წარმოვადგენ. თუ მადრიდულ ტელევიზიას დაუჯერებთ, იქ სხვანაირად საუბრობენ. სინამდვილეში ეს სწორი არ არის. 

მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე მილიონობით ადამიანიდან ერთ-ერთი ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ კატალონიელ ხალხს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეს. 

ვიყო კატალონიელი – ეს ჩემს სისხლშია, მაგრამ, ამავდროულად მივიჩნევ, რომ ესპანეთთან ერთად მუნდიალის მოგება ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო”. – ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • messi and iniesta
    schedule 22 მარ 2018, 19:13

    პატრიოტი ადამიანია პკე

  • Don_Andresito
    schedule 22 მარ 2018, 18:57

    მსოფლიოს წინ შეარბილა ძმამ პოზიცია. რო არ უსტვინონ ალბათ. ეგრე ჯობია რა. ფეხბურთი ითამაშოს და პოლიტიკა მერე 40 ის ზევით

  • Fan of the greatest club
    schedule 22 მარ 2018, 18:39

    Sg chemis azrit visac gaukvirdeba fexburti ar esmis