“გრემიოს” ნახევარმცველი, არტური O Globo-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” კაპიტნის, ანდრეს ინიესტას მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
“ინიესტას დონის ფეხბურთელის პოვნა ძალიან რთულია. ჩემი სურვილია, ის რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს გუნდში. მის გვერდით თამაში დიდ ბედნიერებას მომანიჭებს. იმედი მაქვს, რომ მისი დარჩენა ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებსაც სურთ.
არ მომწონს, ინიესტას შემცვლელად მომიხსენიებენ. ჩვენ განსხვავებული თვისებები გვაქვს. თანაც მე მხოლოდ დამწყები ვარ, ის კი ინიესტაა, ფეხბურთის ღმერთი. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ”. – აცხადებს არტური, რომელიც “ბარსაში” გადმოსვლასთან ძალიან ახლოსაა.




გისურვებ რომ მისი გზა გააგძელო არტურ. შეეხება ინი ყველას უნდა რომ ის დარჩეს