workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომაელები “ბარსელონას”: კიდევ ერთხელ გვიჩვენეთ, რომ ხართ “მეტი, ვიდრე კლუბი”

რომაელები “ბარსელონას”: კიდევ ერთხელ გვიჩვენეთ, რომ ხართ “მეტი, ვიდრე კლუბი”

რომაული გაზეთი il Romanista, “ბარსელონას” საინტერესო ღია წერილით მიმართავს – იტალიელები კატალონიელებს კლუბის ღირებულებებს შეახსენებენ და სთხოვენ, “რომასთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის, “კამპ ნოუს” ბილეთების ფასები შეამცირონ.

“რომას” გულშემატკივრებს, ბარსელონაში გასამართ მატჩზე დასწრება 90 ევრო დაუჯდებათ. ეს საკმაოდ ძვირია იმასთან შედარებით, რაც მათ “ატლეტიკოსთან” (60 ევრო) და “ჩელსისთან” (40 ევრო) დაპირისპირებების დროს გადაიხადეს.

რომაული გაზეთი “ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართმეუს იტალიურ და კატალონიურ ენებზე შემდეგი ტექსტით მიმართავს:

“თქვენი კლუბი, საფეხბურთო სამყაროში, ყოველთვის გამორჩეული იყო იმით, რასაც მოედანზე და მოედანს მიღმა აკეთებდა. “ბარსელონა” სოციალური შრომის სიმბოლოდ იქცა – “მეტი, ვიდრე კლუბი”. თქვენი კლუბის წმინდა მაისური, პირველად, Unicef-ის ლოგოთი “წაიბილწა”.

გთხოვთ დაფიქრდეთ, რას ნიშნავს რომაელი მამისთვის, ამ თამაშზე წაიყვანოს თავისი შვილები. წილისყრიდან რამდენიმე საათში, რომა-ბარსელონას რეისები, რომლებიც, როგორც წესი, ეკონომიურობით გამოირჩევა, ძალიან გაძვირდა. იგივე მოხდა სასტუმროების შემთხვევაშიც.

იმისათვის, რომ ოჯახი “კამპ ნოუზე” გასამართ დაპირისპირებას დაესწროს, ზედმეტი 180, 270 ან 360 ევრო უნდა გადაიხადოს. თუ ასე გაგრძელდება, საყვარელი გუნდის მხარდაჭერა, გულშემატკივრების უდიდესი ნაწილისთვის, მიუწვდომელ ფუფუნებად იქცევა.

კიდევ ერთხელ გვიჩვენეთ, რომ ხართ “მეტი, ვიდრე კლუბი”. გვაქვს რწმენა და იმედი, რომ ამ პეტიციას განიხილავთ. ეს იქნება საუკეთესო ქმედება, რასაც თქვენ გააკეთებთ, ყოველ შემთხვევაში, თამაშის დაწყებამდე მაინც.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 21 მარ 2018, 13:58
    #11

    მოგვაგებინონ და ვაბშე უფასოდ ვაყურებინოთ.

  • ♤ კატალონიელი ♤
    schedule 21 მარ 2018, 10:59
    #10

    რაღაც შემთხვევაში მართლები არია რომაელები, რომ სურთ საკუთარი გუნდის ხილვა კამპ ნოუზე მაგრამ ჩემი აზრით განსხვავება ჯგუფურ ეტაპსა და მეოთხედფინალს შორის მაინც უნდა იყოს, როგორც მატჩის თვალსაზრისით, ასევე მისი ფასითაც

  • zazo
    schedule 20 მარ 2018, 23:04
    #9

    ევროპაში 90 ევრო 1 დღის ხელფასია და არუნდა წუწუნებდნენ საყვარელი გუნდის გულისთვის ერთი დღე თუ უფასოდ იმუშავებენ თუარადა გრიზმანის და მესის თამაშს შორის 30 ევრო აღარაა სხვაობა? :დ თან სად ქვეჯგუფის თამაში და სად მეოთხედფინალი

  • HORUS
    schedule 20 მარ 2018, 22:57
    #8

    თუ რამე ონლაინ პეტიცია იქნა მე აუცილებლად მოვაწერ ხელს რადგან არმინდა რო სულ უფრო და უფრო დაემსგავსოსს რეეაკუს ბიზნესს სკოლას :)) ხალხსს იიმის საშუალება უნდა მისცენ როო მატჩს დაესწროსს 🙂 ძალიან ბევრი უბრალოდ ადამიანიიაა და ლუკმა პურის ფულს იკლებენ რო თამაშსს დაესწრონ… :)) ნუ გავბიზნესმენდებით და ბარსელონას ასწლოვან ისტორიას და კულტურას 40$ ნუ გავყიდით..

  • jaba1001
    schedule 20 მარ 2018, 22:05
    #7

    ციტატა: alen halilovic
    არ მესმის, ქართველმა გულშემატკივარმა რატომ უნდა თქვას, რომ არ უნდა დააკლონ ფასიო. რას იგებთ? თქვენს ოჯახში შემოდის ეგ ფული? სამაგიეროდ, როდესაც ხედავ, რომ გუნდი, რომელსაც გულშემატკივრობ, ღირსეულად იქცევა, წესით სიამაყის გრძნობა გეუფლება, ეს ხომ მეტია, ვიდრე კლუბი… ბევრად უფრო ღირებულია ეს სიამაყე, ვიდრე ბართომეუს ჯიბის გავსება.


    მაშინ რამდენსაც გეტყვიან სულ უნდა აკლოო? ეგრე ყველა შეაგდებს ნამუსზე დააკელიო, რომას თუ დაუკელი ჩვენ რა დავაშავეთო?

  • kaikaci
    schedule 20 მარ 2018, 21:26
    #6

    აქ რასაც ვკითხულობ ხოლმე ხშირად არის თემები რასაც საერთო არ აქვს არაფერი სპორტულ დაპირისპირებასთან, არ უნდა დაუკლონ ბილეთებსო რო ამბობს გულშემატკივარი ტეხავს. მოედანი არის ფეხბურთელების და ტრიბუნა ხალხის და არ გინდათ ახლა უცებ რო გადაიქცევით ყველა პრეზიდენტებათ და კლუბს ჭირდება და რაღაცეების ახსნა. ნოუ კამპი სავსეა ხოლმე და მკვდარი არანაირი ბალეშიკობა არ მიდის ინგლისის ტრიბუნებს რომ არ შევადაროთ , თუნდაც იტალიის ტრიბუნებს ვერ შეადარებ.

  • mesidona
    schedule 20 მარ 2018, 20:41
    #5

    ციტატა: Sdaead
    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოს ლიგა კიარა რა უნდა დააკლონ.ეგრე ყველგან ყველა ქვეყანაში ვიღაცას უჭირს ყოველ თამაშზე აკლონ?ან ეს გვაჩვენეთ რომ კლუბზე მეტი ხართ და ნამუსზე აგდება რა ბავშვურია:დდ ერთს თუ დაუკლე მერე ყველას უნდა უკლო რა დააშავეს


    წარმოვიდგინე შენზე რომ იყოს დამოკიდებული ალბათ გააორმაგებდი ფასებს

  • messi and iniesta
    schedule 20 მარ 2018, 20:22
    #4

    რომა ბარსა მოვიიგგებთ თუ არა

  • alen halilovic
    schedule 20 მარ 2018, 19:58
    #3

    არ მესმის, ქართველმა გულშემატკივარმა რატომ უნდა თქვას, რომ არ უნდა დააკლონ ფასიო. რას იგებთ? თქვენს ოჯახში შემოდის ეგ ფული? სამაგიეროდ, როდესაც ხედავ, რომ გუნდი, რომელსაც გულშემატკივრობ, ღირსეულად იქცევა, წესით სიამაყის გრძნობა გეუფლება, ეს ხომ მეტია, ვიდრე კლუბი… ბევრად უფრო ღირებულია ეს სიამაყე, ვიდრე ბართომეუს ჯიბის გავსება.

  • BEKA84
    schedule 20 მარ 2018, 18:37
    #2

    მოსპეთ მაფია დწ კორუფცია! მაგ ფასის ლუდს სვავენ გერმანელები თამაშებზე! ეს მაკარონშიკები ნახე რა!

  • Cule Is Always Elegant
    schedule 20 მარ 2018, 18:34
    #1

    ყურად საღებია