ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელები ჟურნალისტებს გაესაუბრნენ. 

გუშინ სეიდუ კეიტამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან 92 წუთი დაჰყო მოედანზე და პირველ გატანილ გოლში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის, სეიდუმ ლეო მესის საგოლე გადაცემა გაუკეთა. 

კეიტა

“ყოველთვის როდესაც მე ვთამაშობ შემიძლია ვიყო გუნდისთვის უფრო და უფრო სარგებლიანი. იმისდა მიუხედავად, რომ გუნდს ვალდესი, ჩავი, ალვეში და პუიოლი აკლდა, მაინც ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში ვიმარჯვეთ”.

პინტო

“მოხარული ვარ კიდევ ერთი სამი ქულით და კიდევ ერთი რამ მახარებს, რომ ჩემი გუნდის კარი მშრალად შევინახე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეტევით ფაზაში ჩვენი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, უძლიერესი ნახევარმცველები და თავდამსხმელები გვყავს. ჩვენი გუნდი შეტევითი პოტენციალის უფროა, ვიდრე დაცვითი”.

მარტი მონტოია

“ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ჩემი დებიუტი შედგა პირველ გუნდში. გამოსვლის წინ ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ დავწყნარდი და გუნდს ჩვეულ რიტმში ავუწყე. 

ვილია

“მოხარული ვარ, გუნდმა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ თამაშში იმარჯვა, “მალიორკასთან” გასვალზე თამაში ნებისმიერი გუნდისათვის ურთულესი ამოცანაა. ჩვენ ეს ამოცანა გადავჭერით. მოხარული ვარ ჩემი გოლით, მეოთხე თამაშში ზედიზედ მოვახერხე გოლის გატანა, მე ძალიან კარგ ფორმაში ვარ და ეს ძალიან მახარებს. “ვალენსიასთან” გასვლაზე მატჩი ერთ–ერთი ყველაზე რთული მატჩი იქნება ჩვენთვის”.

ხერარდ პიკე

“პირველ ტაიმში ძალიან რთულად დავიწყეთ, ვუტევდით, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მოვიკოჭლებდით, მანამ, სანამ თავი მესიმ არ იჩინა. ამ გოლის შემდეგ გუნდი დალაგდა და ლაღად დაიწყო თამაში. ახლა “ვალენსიასთან” მატჩისათვის უნდა მოვემზადოთ, “მესტალიაზე” ძალიან გაგვიჭირდება. დაე კიდევ ორ მატჩი დაგვიმატონ კვირაში, ჩვენ ამისათვის მზად ვართ”.
ანდრეს ინიესტა

“მალიორკასთან” თამაში ყოველთვის რთულია. ძალიან სასიამოვნოა კაპიტნის სამკაურის ტარება და გუნდის მოედანზე გამოყვანა. თუკი ჩვენ გვუსრს, რომ მადრიდთან ქულათა სხვაობა უცვლელი დარჩეს, მაშინ ვალდებულნი ვართ დავამარცხოთ “ვალენსია”. 

ფეხბურთელები დღეს დაისვენებენ, ვარჯიშს ისინი სრული შემადგენლობით ხვალ დილით 11 საათზე განაახლებენ “სიუდად ესპორტივაზე”.

 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია