ინტერნეტ სივრცეში, ბევრი სოციალური ქსელი გამოჩნდა, რომელშიც დომინანტის როლს “ფეისბუქი” თამაშობს. “ფეისბუქი” დღითი დღე ვითარდება და დღითი დღე ემატება და ემატება მომხმარებელი. ამ მომატებ–მომატებაში კი “ფეისბუქზე” გულშემატკივრების რაოდენობა “ბარსელონასაც” ეზრდება…
ამ შაბათს, “ბარსას” “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდის გულშემატკივართა ნიშნულმა 10 მილიონს გადააჭარბა. ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოში არც ერთ სპორტულ კლუბს არ გააჩნია, მათ შორის არც “მანჩესტერს” და არც “რეალ მადრიდს”. კლუბის ხელმძღვანელობა კი ამისათვის ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას მოახსენებს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, “ბარსას” სატელევიზიო კომპანია “Barca TV”-მ არგენტინელ ფორვარდთან, ლეო მესისთან ერთად წამოიწყო კამპანია, რომელიც მიზნად “ფეისბუქზე” გულშემატკივართა “გაათმილიონებას” ისახავდა. როგორც ჩანს ამან ხალხზე იმოქმედა და ახლა კატალონიურ კლუბს შეუძლია საკუთარი ფანებით “ფეისბუქზეც” იამაყოს.
გარდა მთავარი საფეხბურთლო გუნდისა, “ბარსელონას” შექმნილი აქვს “რეგალ ბარსას”, ხელბურთის გუნდის, ფუტსალის, ჰოკეისა და “ბარსა ბ”–ს გვერდებიც, რომელზეც გაწევრიანება ყველა “ფეისბუქის” მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. ჩამოთვლილი გვერდების გარდა კი არსებობს “ბარსას” ტელევიზიის ფან გვერდიც, რომელზეც უკვე 30 ათას ადამიანზე მეტია გაწევრიანებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ საკუთარი ფან გვერდი “ბარსამანიასაც” გააჩნია, რომელზეც უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და ვიმედოვნებ ნელ–ნელა ეს ნიშნულიც გაიზრდება და 10 მილიონს თუ არა, 50 ათასს, ან თუნდაც 10 ათასს მაინც მიაღწევს.
გვერდების ჩამონათვალი:
http://www.facebook.com/FCBarcelona
http://www.facebook.com/FCBarcelonaB
http://www.facebook.com/FCBHandbol
http://www.facebook.com/FCBFutbolSala


