მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მშვიდად იმარჯვებს და დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს

“ბარსელონა” მშვიდად იმარჯვებს და დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, 2:0 დაამარცხა.

კატალონიურმა გრანდმა შეხვედრას წერტილი პირველივე ტაიმში დაუსვა. საწყის წუთებში, ჟორდი ალბას გამჭოლი გადაცემა პაკო ალკასერმა დააბოლოვა, მოგვიანებით კი უსმან დემბელეს ზუსტი პასი ლეო მესიმ დააგვირგვინა.

არგენტინელს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 25 გოლი დაუგროვდა. “ოქროს ბუცის” რეიტინგში ის 50 ქულით მეორე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ მას მოჰამედ სალაჰი უსწრებს (56 ქ).

ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” სხვაობა დროებით, 10 ქულამდე გაზარდა. დიეგო სიმეონეს შეგირდები დღეს “ვილიარეალს” სტუმრად დაუპირისპირდებიან. თავის შეხვედრას გამართავს ოთხეულში მყოფი “რეალიც”, რომლის მეტოქე კატალონიური “ჟირონა” იქნება.

ლა ლიგის ფარგლებში მომდევნო შეხვედრას “ბარსელონა” “სევილიას” წინააღმდეგ, 31 მარტს გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • Johan Cruyff 14
    schedule 18 მარ 2018, 22:07

    მესი გაასწრებს ყველას