დი ფრანჩესკო: ფეხბურთელები “ბარსელონასთან” თამაშს მოუთმენლად ელიან

დი ფრანჩესკო: ფეხბურთელები “ბარსელონასთან” თამაშს მოუთმენლად ელიან

“რომას” მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგით კმაყოფილია.

“ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი გუნდი მეოთხედფინალშია. წილისყრის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე შეგვხვდებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის და საუკეთესო ფეხბურთელის, მესის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, ამ შეხვედრას პოზიტიურ განწყობაზე შევხვდეთ, მოედანზე თამაშისთვის გავალთ. ბუნებრივია, რომ მოთამაშეები ამ მატჩს მოუთმენლად ელიან, მაგრამ მე მათ ვურჩიე, რომ საქმეს მეთოდურად მიუდგნენ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაში გვინდა, ჯერ ეს იტალიის ჩემპიონატში იქამდე გასამართ შეხვედრებში უნდა გავაკეთოთ”. – ამბობს დი ფრანჩესკო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • Cule Is Always Elegant
    18 მარ 2018, 02:56

    ციტატა: messi and iniesta
    ნაინგოლანს შორიდან არ უნდა დავარტყმევინოთ უნდერი პეროტს და ელ შარავის ახლოდან უნდა ვეთამაშოთ და ჯეკოს ბურთი არ უნდა მივაღებინოთ ამას თუ გავაკეთებღ ჩავთვალოთ რომ კამპნოუზე გადავწყვეტთ ყველაფერს


    ან უბრალოდ მესის მივცეთ პასი

  • Leonking
    18 მარ 2018, 00:50

    ვაღიაროთ, გაგვიმართლა, რომა დღეს-დღეობით (და არც არასდროს) არ არის იმ კალიბრის გუნდი, რომელსაც ბარსელონასთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

  • messi and iniesta
    17 მარ 2018, 23:11

    ნაინგოლანს შორიდან არ უნდა დავარტყმევინოთ უნდერი პეროტს და ელ შარავის ახლოდან უნდა ვეთამაშოთ და ჯეკოს ბურთი არ უნდა მივაღებინოთ ამას თუ გავაკეთებღ ჩავთვალოთ რომ კამპნოუზე გადავწყვეტთ ყველაფერს

  • Zura88
    17 მარ 2018, 21:41

    წამოყვირებას ვერ მოასწრებთ ბოლომდე რომ შეგიპამპალებენ კატალონიელები.:დ