workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლა მატჩის წინ

ხვალ “ბარსელონას” ურთულესი მატჩი ელის “მალიორკას” წინააღმდეგ გასვლაზე. მატჩის წინ “ბარსელონელთა” დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა. 

“”მალიორკასთან” ძალიან რთული მატჩი გველის, ლაუდრუპის შეგირდები ძალიან კარგად თამაშობენ. მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მეიმედება, რომ მორიგ 3 ქულას მოვიპოვებთ, ეს სამი ქულა უმნიშვნელოვანესი იქნება სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით”.

” ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმტვრევა. ახლა ეს პერიოდი დგას, ჩვენ ეს პერიოდი მაქსიმალურად კარგად უნდა გადავლახოთ, ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგი იქნება”.

“ხოსე მანუელ პინტო პროფესიონალი ფეხბურთელია, მჯერა, რომ იგი ღირსეულად შეცვლის ვიქტორ ვალდესს”.

“ძალიან გადატვირთული კვირა გვექნება. ფაქტიურად ყოველ მე–3 დღეს მოგვიწევს თამაში, ეს დამღლელია და აუტანელი, მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ, ასეთია ჩვენი კალენდარი, გვმართებს მაქსიმალური მივიღოთ ამ დღეების შემდეგ”.

“რაც შეეხება “ჩემპიონთა ლიგას”. ოპონენტი ძალიან ძლიერია, მაგრამ მასზე ფიქრი ჯერ ადრეა, რადგანაც წინ კიდევ 12 დღეს გვაქვს, შესაბამისად მოვახერხებთ ლონდონელების წინააღმდეგ სათანადოდ მომზადებას”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward