ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა დღეს მზიან, მაგრამ ქარიან ამინდში “სიუტატ ესპორტივაზე” ივარჯიშეს.
ვარჯიშს დაუბრუნდა ლიონელ მესი, რომელსაც ფეხბურთელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ და მესამე შვილის შეძენა მიულოცეს. გუნდთან ერთად იყო ანდრეს ინიესტაც, რომელმაც ტრავმა “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.
“ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა სარეზერვო გუნდის 5 წევრსაც უხმო, კერძოდ: კარლეს ალენიას, ხოსე ანტონიო მარტინესს, სამუ არაუხოს, ვიტინიოს და მარკუს მაკგუეინს.




ინო უეჭველი გვეყოლება ჩელსთან როგორც ვხედავ
ჩემი აზრით სათადარიგოდან
უნდა დაიწყოს, თუ ვინიცობაა და არასასურველი სცენარით განვითარდა მატჩი, მერე შემოვა და ზურგიც იქნება გუნდის