ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” სტუმრად “მალაგა” დაამარცხა, ანგარიშით 2:0. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა “ატლეტიკოსთან” სხვაობა 11-ქულამდე გაზარდა და წაუგებელი სერია განაგრძო.
თავის გამოჩენა ლუის სუარესმა და ფილიპე კოუტინიომ მოახერხეს. ურუგვაელმა ფორვარდმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 21-ე გოლი გაიტანა, ფილიპე კოუტინიომ კი მაყურებელს მორიგი მასტერკლასი შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს საგოლე გადაცემა უსმან დემბელემ გაუკეთა.
28 მატჩში მოპოვებული 72 ქულით “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას კატალონიური გრანდი ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართავს, სადაც დისკვალიფიცირებული ლუის სუარესი ვერ მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, მანამდე “ბლაუგრანას” ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” გასამართი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ელის.




დემბელეს რომ გაეტანა ძან გაასწორებდა
ბარსამ ჩელსისთან თამაშის წინ განწყობა აიმაღლა გასავარდ ზოლში მყოფ მალაგასთან
დაგხოცავთ ჩელსისთან არ მოდუნდეთ
კარგად ვითამაშეთ.ახლა მთავარი ჩელსისთან თამაშია.წარმატებები გუნდს !!!!

კაია გილოცავთ გამარჯვებას, ჩელსისაც უნდა გავცდეთ რთული მატჩი იქნება მაგრამ გავალთ. <3
demboze ras ras ityvit
დემბელეს მაქს სისწრაფე ამ საგჰამოს 33.0 კმ იყო O.o ცოტა ნამდვილად არაა
ravici me vuyure chelsis tamashs da aseti tamashit ro chelsim barcagamotishos ligas mashin arvart titulis girsi verafers vershvebodnen armomewoname magati tamashi
Wasulia chelsis saqmee