ნეაპოლის ”ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლარინტესმა განაცხადა, რომ მას სურს მისმა გუნდმა ითამაშოს სრულყოფილი და დახვეწილი ფეხბურთი, ისეთი, როგორსაც დღევანდელი, პეპ გვარდიოლას ”ბარსა” აჩვენებს.
იტალიური გუნდის პრეზიდენტის ინტერვიუ გამოქვეყნდა, იტალიურ სპორტულ გამოცემა, ‘Gazzetta dekki Sport’–ში. მისი თქმით ”ნაპოლს” შეუძლია წლევანდელ სეზონში წარმატებით იასპარეზოს და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს, ლორინტისის აზრით ეს იქნება პირველი ნაბიჯი გუნდის დონის ამაღლების და ”ბარსას” დონემდე მიღწევის. ” ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში, იქამდე, სანამ ”ბარსელონას” დონეს არ მივაღწევთ. ისინი საოცარ ფეხბურთს თამაშბენ და ჩვენ შეგვიძლია მომავალში ზუსტად ამგვარი თამაში ვაჩვენოთ”. განაცხადა დე ლარენტესმა.
როგორც იცით, ნეაპოლური კლუბი მიმდინარე სეზონში საკმაოდ წარმატებულად გამოდის. ისინი ქვეყნის ჩემპიონატში მე–2 ადგილზე იმყოფებიან და სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩებიან პირველადგილოსან ”მილანს”. ასე, რომ სეზონის ბოლოს ”ნაპოლი” შესაძლოა იტალიის ჩემპიონის რანგში ვიხილოთ.
”ნაპოლს” სურს ”ბარსელონას” მსგავსად ითამაშოს
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.