კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ განაცხადა, რომ იგი დიდი იმედებიტ ელოდება ესპანეთის თასის ფინალს, იტყობინება Sport.es. ცნობისთვის “დელ რეის თასის” ფინალი 20 აპრილს ვალენსიაში, “მესტალიაზე” გაიმართება. თასის ფინალამდე 3 დღით ადრე 17 აპრილს ლა ლიგაში კიდევ ერთი “ელ კლასიკო” იქნება:
” მე მოუთმენლად ველი ამ თამაშს. ასეა ჩემი ყველა თანაგუნდელი. ჩვენ ვიმედოვნებთ ეს საღამო რაღაც არა ამქვეყნიური იქნება, რადგან დაპირისპირება “ბარსელონასა” და “რეალს” შორის არანორმალური რამაა. ყველა ფეხბურთელს იმედი გვაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ,” დაასრულა მესიმ.
ცნობისთვის ლეოს “ბარსას” მაისურით ლა ლიგაში ჩატარებულ 165 მატჩში 113 გოლი აქვს გატანილი, ხოლო არგენტინის ნაკრების ღირსება 54 მატჩში დაიცვა და გოლი 16–ჯერ გაიტანა.



