მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” გრიზმანის შესაძენად 3 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს

“ბარსელონას” გრიზმანის შესაძენად 3 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს, გუნდი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრს არ წყვეტს და მთავარ პრიორიტეტად კვლავ ანტუან გრიზმანი მიიჩნევა. 

წინა სეზონში გრიზმანის შეძენაზე ფიქრიც კი, ფაქტიურად, წარმოუდგენელი იყო, რადგან მის გამოსასყიდ თანხას 200 მილიონი ევრო შეადგენდა, ახლა კი ეს ფასი განახევრდა და Marca-ს ცნობით, “ბარსაც” “ატლეტიკოს” ლიდერს კვლავ მიუბრუნდა. მიუხედავად ამისა, კატალონიელებისთვის ფრანგი თავდამსხმელის გადაბირება ადვილი არ იქნება. 

ეს რომ მოხდეს, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს და სალაროც შეივსოს. წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რაფინია ალკანტარაა, რომელიც იჯარის წესით “ინტერში” თამაშობს და მილანელებს სეზონის ბოლოს 35 მილიონად მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ. 

გუნდიდან ასევე იჯარის წესითაა წასული არდა თურანი და ესპანური გამოცემა არ გამორიცხავს, რომ კატალონიაში სათამაშოდ არც ის დაბრუნდეს. მოსალოდნელია ასევე დენის სუარესის, ანდრე გომეშის და ალეიშ ვიდალის ტრანსფერები, პაკო ალკასერს კი, გუნდის დატოვება იმის გამო მოუწევს, რომ გრიზმანის მოსვლის შემთხვევაში სათამაშო პრაქტიკას თითქმის ვეღარ მიიღებს. 

Marca მიიჩნევს, რომ გრიზმანისთვის საკმარისი თანხის მოსაგროვებლად ჩამოთვლილთაგან 3 ფეხბურთელის გაყიდვა იქნება საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ “ბარსელონამ” ბოლო 2 სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელებში 436 მილიონი ევრო დახარჯა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (14)

  • გიომესი
    schedule 10 მარ 2018, 23:41

    გომეში,დემბელე და არდა წავიდეს

  • emzari
    schedule 10 მარ 2018, 08:44

    ეგენი ყველა ბალასტია და მოსაშორებელი ისედაც და ასედაც

  • Loading…
    schedule 10 მარ 2018, 02:22

    რათ გვინდა გრიზმანი ტო ;// ჯერ ისინი შეინარჩუნე ვინც გყავს. უმტიტის ვგულისხმობ. გომეში მოგვამშორე. მერე უკვე მოიყვანე ვინც გინდა

  • D11 S9 M10
    schedule 10 მარ 2018, 02:12

    გაყიდი რაფინიას 35 გომეში 35 ვიდალი 15 დეულოფეუ 20 დენისი 20. ამათ პლიუს რაკეტა 60 ეგეც შენი 185 მილიონი. მე მუნირს დავაბრუნებდი მოვიყვანდი არტურს(30) ოდრიოზოლას (25) ტიაგო ან ერიკსენი(90-100). ხო და კიდე დინი გაუშვი (10) და მოიყვანე გრიმალდო . და დააწინურე ალენია

  • data cule
    schedule 10 მარ 2018, 00:16

    griMani ar gvjirdebaaa

  • Don_Andresito
    schedule 09 მარ 2018, 21:16

    ციტატა: professor1984
    აქ ჩამოთვლილიდან ყველა გასაშვებია და ვერმალენს და დინსაც მივამატებდი ამ სიას


    ვერმას რას ერჩი. ტრავმებს იღებს თორე დალშე უკლასნესი მცველია. ბარსას სტილის ზუსტად. დინიც ჩუ,ად ზის სკამზე და შევეშვათ ჯობია იყოს ეგეც. ვინ დაგიჯდება დინზე უკეთესი სკამზე? მოიყვან ტოპ მარცხენა მცველს და ან მალე გაგექცევა, თუ ათამაშე კიდე ალბა წავა. თან ვერმას და დინის გაშვება ნიშნავს რო გუნმა ფული უნდა დახარჯოს ცენტრალურ და მარცხენა მცველებში და არ მგონია ამხელა თანხა ქოდეს ბართოს. რაფინია თუ გამოისყიდეს კარგი იქნება, თურანშიც ავიღოთ იქნებ ერთი 10. გომეში 30 მაინც ღირს, პაკოც 15-20. ერთი 15 დენისში თუ აიღეს კი შეგროვდება გრიზის ფული. ნახევარდაცვაში არტურს ვაცალოთ. იქნებ რა ბიჭი დადგეს. თუ არადა შემდეგ წელს ნახევარდაცვა იქნება გასაძლიერებეი. ინიც წავა ალბათ მერე. და ერთი ტოპ ნახ.მცველი დაგვჭირდება.

  • Giorgi1
    schedule 09 მარ 2018, 20:21

    მარტო მაგიტო ღირს მაგის მოყვანა

  • N1K0L0Z
    schedule 09 მარ 2018, 20:17

    გაყიდვით კი გასაყიდია ძალიან ბევრი მაგრამ ამ გრიზმანს რას გადაეკიდნენ რა,რომელ მნიშვნელოვან თამაშშI გამოიჩინა თავი.დიდი სასწაული იგროკი არაა ჯობია სხვა ტალანტი მონახონ და ბევრად ნაკლები გადაიხადონ.გრიზმანშI ატლეტიკო მინიმუმ 100 მილიონს მოითხოვს

  • ROUCH
    schedule 09 მარ 2018, 19:37

    როგორც სემიჭკის ჭამით მძ*ნერს ვერ მოაგროვებნ ისე ამათი გაყიდვით გრიზმანის ფულს. თუ არტური ნაყიდია უკვე როგორც ამობენ მაშინ რაკიტიჩი გაყიდონ

  • Johan Cruyff 14
    schedule 09 მარ 2018, 19:08

    მართალი სტატიაა

  • messi and iniesta
    schedule 09 მარ 2018, 18:55

    რაფინიას გარდა ყველა უნდა გავყიდოთ

  • MessiAbuTidze4848
    schedule 09 მარ 2018, 18:34

    რაფინია 30, გომეში 25, დენისი 20, ვიდალი 15 , და არდა 10 კაკრას 100ია

  • zazo
    schedule 09 მარ 2018, 18:30

    გაყიდეთ ექვსივე რო გადაადნო ერთი გრიზმანი არ გამოვა მაგათგან

  • gurgenidze
    schedule 09 მარ 2018, 18:29

    Eger rapinias gamoisyidian, denis gayidian gomeshs zed daayoleben , didi albatobit vidalsac miayoleben da egaa