წარსულში ცნობილი ბასკი არბიტრი იტურალდე გონსალესი “ლას პალმასსა” და “ბარსელონას” შეხვედრაში მატეუ ლაოსის მსაჯობას აფასებს და აცხადებს, რომ 40 წლის რეფერიმ ორივე საკამათო სიტუაციაში უხეში შეცდომა დაუშვა.
Cadena SER-თან საუბრისას, გონსალესი აცხადებს, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლაოსს “ლას პალმასის” მეკარე მოედნიდან აუცილებლად უნდა გაეძევებინა, რადგან მან საჯარიმოს გარეთ ხელით განზრახ ითამაშა. მე-2 ნახევრის დასასწყისში კი, არბიტრს ლუკა დინის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში არ უნდა დაეფიქსირებინა და “ბარსელონას” კარში თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა.
მსაჯის შეცდომების გამო დავკარგეთ ლასპალმასთან ქულები? სიმართლე ვთქვათ ჩვენი ამაზრზენი თამაშის გამო.მსაჯების მხრიდან ბარსა ყოველთვის იჩაგრებოდა, ეს ახალი არა, მასეთ გუნდთან მსაჯს ხუთი შეცდომაც რომ დაეშვა , ბარსას უნდა მოეგო
ეხლა გვიანია უკვე მაგაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს ერთი ვალენსიასთან იყო სადაც 2 ქულა დავკარგეთ და იგივე განმეორდა ეხლაც როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლობა ნეტა ვიდეო რეფერებმა წერტილი დაუსვას ამ ყველაფერს
არაფერია ატლეს მოუგებთ და ლა ლიგაც დამთავდება
კარგია რომ ამბობს მაგრამ ამით ჩვენ რა ხეირი ქულებს აგვინაზღაურებენ?
განდილა მსაჯია და იმიტო