“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი აცხადებს, რომ ის “ბარსელონაში” გადმოსვლასთან ერთხელ ძალიან ახლოს იყო.
“ბარსელონაში” გადმოსვლის შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, ბოლოს ეს არ მოხდა. ახლა კი იქ ვარ, სადაც თავს ყველაზე კარგად ვიგრძნობდი. პეპ გვარდიოლა გენიოსია, ის საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში.” – ციტირებს გერმანელის სიტყვებს Marca.
გიუნდოგანმა კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესიც შეადარა:
“ამ ფეხბურთელებიდან რომელიმეს არჩევა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მესი უფრო ნიჭიერია”.
ზუსტად მახსოვს ყველაფერი შეთანხმებული იყო ამასთან და მერე სერიოზული ტრავმა მიიღო და მაგიტო გადაიფიქრეს.
თუ რაკი წავა იდიალური იქნება ამის მოსვლა