“ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში ანგარიში გახსნა (“ლას პალმასის” წინააღმდეგ). 30 წლის არგენტინელმა “გრან კანარიაზე” პირველად გაიტანა.
ეს 36-ე სტადიონია, სადაც მესიმ პრიმერა დივიზიონის ფარგლებში გოლი გაიტანა – რეკორდი სწორედ ლეოს ეკუთვნის. მეორე ადგილს იკავებს “რეალის” ფორვარდი, რაულ გონსალესი, რომელმაც 33 არენა დაიპყრო.
როგორც უკვე იცით, მესიმ მიმდინარე სეზონში მე-4 საჯარიმო დარტყმა გაიტანა და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი 2018 წელს შეასრულა. ამით “ბლაუგრანას” ათიანმა 2012 წელს დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა.
საერთო ჯამში, მესის ლა ლიგაში საჯარიმო დარტყმით გატანილი 22 გოლი დაუგროვდა.




Me600 goli atletikostan iqneba
Meamayeba ro barcas fani var.♡♡
Fenomeni xar leo messi!!!
მე 600 გოლიც გაიტანა
ლეგენდა გენიოსი