“ბარსელონას” მაისურით ყველაზე მეტი გოლის (653), ყველაზე მეტი გამარჯვებისა (530) და სხვა მრავალი რეკორდის შემდეგ მესიმ ახალი რეკორდის დამყარება შეძლო. არგენტინელი 505 შეხვედრით ჩავი ერნანდესს ლა ლიგაში “ბარსელონას” მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით გაუთანაბრდა.
505 შეხვედრიდან “ბარსელონამ” ლა ლიგაში მესისთან ერთად გაიმარჯვა 374-ჯერ, ფრედ 83-ჯერ ითამაშა და 48 ჯერ დამარცხდა. 40 700 წუთში მესიმ 459 გოლის გატანა მოახერხა.
505 შეხვედრით მესი ლა ლიგის ათეულში მოხვდა ჩატარებული მატჩების მიხედვით. მოწინავე ადგილებს იკავებენ ანდონი სუბისარეტა (622), ხოაკინ სანჩესი (567), რაულ გონსალესი (550), პაკო ბუიო (542) და სხვები.
“ლა პულგას” 8 მატჩი დარჩა იქამდე, სანამ ჩავის რეკორდს უკვე ყველა ოფიციალურ მატჩში გაიმეორებს. ოფიციალურ მატჩებში მას 758 მატჩი აქვს ჩატარებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ალავესთან” მატჩში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში ზედიზედ მე-5-ჯერ გაიტანა გოლი. ასეთი შედეგი არგენტინელმა ბოლოს 2019 წლის აპრილში დააფიქსირა.
გამეორებას არ დასჯერდება აუცილებლად მოხსნის ხავის რეკორდს ❤️❤️❤️,იმიტომ არ ვამბობ რომ ხავის პატივს არ ვცემ პირიქით, უბრალოდ მინდა მეფემ ეს რეკორდიც მოხსნას.
უკეთესი იცი ვინმე? რონალდო უძლიერესი ფეხბურთელია ყველა ასპექტში რატო გაქვთ ზოგს ეგეთი შეხედულება არ ვიცი… ასე სუბიექტურობაც არ შეიძლება 🤣 მე ბარსელონას ვგულშემატკივრობ წლებია მაგრამ ვაღიარებ რონალდოსაც როგორც ფეხბურთელს სხვას მეტს ვერავის შევადარებდი მესის… რონალდო რეალის ფეხბურთელი როარ ყოფილიყო 95%ს სხვა დამოკიდებულება ექნებოდა.. აქედან გამომდინარე რადგან რეალი არ გევასება ადამიანს რონალდო არ უნდა უარყო… მე ვიცნობ რეალის თავგადაკლულ ფანებს და მესიზე ძაან მოკრძალებით საუბრობენ და არ იძახიან მსგავსს… ( არადა რომელი რომელს 😂 ) რონალდო ეგტეც არ ჩამოუვარდება მესის დამიჯერე 😉
ჩავის რეკორდს კი გააუმჯობესებს, მაგრამ სუბისარეტას რეკორდამდე შორია ჯერ.
ჩავის რეკორდსაც მოხსნის, ყველა მატჩში გატანილი მგონი 767 მატჩი აქვს ჩავის.
მემგონი აქაც მოუხსნელ რეკორდს დებს ეს ოხერი
ეჰ როგორ მწყდება გული შენ პენალდოს რომ გადარებენ სად ერეკლე და სად ჩემი ბენზემაო