ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ივან რაკიტიჩი: “ბარსასთან” დაკავშირებულ მოგონებებს შვილიშვილებს მოვუყვები

ივან რაკიტიჩი: “ბარსასთან” დაკავშირებულ მოგონებებს შვილიშვილებს მოვუყვები

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი გუნდთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით მოგონებებს იხსენებს.

“2014 წელს, სადებიუტო მატჩის ჩატარებისას ვღელავდი, მაგრამ ამავდროულად, იმედიან, ამაყ განწყობაზე ვიყავი. ამ ემოციას სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს არის მომენტი, რომლის შესახებ, შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვები.

“ბარსელონასთან” რამდენიმე ემოციური მომენტი მაკავშირებს და ერთ-ერთი მათგანი ანდალუსიური კლუბის დატოვების შემდეგ, “სევილიას” წინააღმდეგ ჩატარებული დაპირისპირებაა. რაღა თქმა უნდა, 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბერლინში, სადაც “იუვენტუსს” მოვუგეთ. ამ ორ მატჩს გამოვყოფდი.

მაქვს უარყოფითი მოგონებებიც. ბევრმა შეხვედრამ გვატკინა გული, მაგრამ განსაკუთრებით პსჟ-სა და “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს გამოვარჩევ. მეტოქეები აშკარად გვჯობდნენ. მსგავსი დაპირისპირებები ესპანეთის ჩემპიონატშიც გვქონია, მაგრამ ეს ნორმალურია. ფეხბურთში ასე ხდება.” – ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • neo222
    schedule 02 მარ 2018, 17:51

    რაკიტიჩი

  • messi and iniesta
    schedule 01 მარ 2018, 23:31

    ისე ეს ხორვატები მაგარი პსტრიოტები არიან

  • Tramp
    schedule 01 მარ 2018, 22:47

    უმაგრესი პიროვნება heart_eyes

  • zazo
    schedule 01 მარ 2018, 22:44

    ციტატა: lupo
    მე პირადად ძალიან მომწონს რაკიტიჩი

    ტრაკეტა ხავი არაა არც ინიესტა მაგრამ ის ფეხბურთელია ვისაც ნახევარდაცვაში ბალანსი შეაქვს 200 მატჩი ბარსელონაში ცოტა არაა თან 4 წელზე ნაკლებ დროში

  • lupo
    schedule 01 მარ 2018, 22:42

    მე პირადად ძალიან მომწონს რაკიტიჩი

  • zazo
    schedule 01 მარ 2018, 22:42

    ციტატა: grizmann
    ანტუან გრიზმანი ბოლო ორ მატჩში – 7 გოლი, 1 საგოლე პასი. blush blush

    რატომღაც აქ არ აღიარებენ გრიზმანს არადა ტიპი პრაქტიკულად სრულყოფილი ფორვარდია

  • grizmann
    schedule 01 მარ 2018, 22:38

    ანტუან გრიზმანი ბოლო ორ მატჩში – 7 გოლი, 1 საგოლე პასი. blush blush

  • nika gela9fcb
    schedule 01 მარ 2018, 22:33

    Raketaa