მიქაელ ლაუდრუპი “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელია, იგი 1989–94 წლებში თამშობდა “ბარსელონაში” და 170 მატჩამდე ჩაატარა. იგი ცნობილი “დრიმ ტიმის” დროს თამაშობდა, რომელსაც იოჰან კრუიფი ხელმძღვანელობდა.
მიქაელ ლაუდრუპი 2007/08 წლებში “ხეტაფეს” წვრთნიდა, დანიელმა სპეციალისტმა არც ერთი მატჩი არ წააგო “ბარსასთან”, მეტიც ერთის მოგებაც შეძლო, ხოლო რაც შეეხება “მალიორკას” მას წელს ჩაუდგა სათავეში ლაუდრუპი და ერთ ფრესაც გამოჰკრა ხელი “კამპ ნოუზე”. იმ მატჩში ანგარიში ლეო მესიმ გახსნა პირველ ტაიმში, მაგრამ პირველივე ტაიმში “მალიორკელებმა” ანგარიში გაათანაბრეს და მატჩში 1 ქულის მოპოვებაც შეძლეს.
იმ მატჩში “ბარსელონამ” ძალიან ბევრი მომენტი გაანიავა, შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა კიდევაც ლაუდრუპის გუნდს და არ გაუმართა პეპის გუნდს.
ეს სასიამოვნო სტატისტიკა ლაუდრუპისთვის მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებშია, რადგანაც “ბარსელონას” “უეფას” თასზე (ამჟამად “ევროპა ლიგა”) დამარცხებული ჰყავს ლაუდრუპის გუნდი და თანაც არაერთხელ, არამედ კატალონიურმა გრანდმა ორივე მატჩში გამარჯვება იზეიმა. ლაუდრუპი ამ დროს საფეხბურთო კლუბ “ბრონდბოს” წვრთნიდა.
ლაუდრუპის გუნდი “ბარსელონას” 26 ში მიიღებს საკუთარ მოედანზე, ვნახოთ შეძლებენ თუ არა კატალონიელები მისთვის წარუმატებელი სერიის და დანიელისათვის წარმატებული სერიის შეწყვეტას.


