დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე “ბარსელონა”-“ჟირონას” დაპირისპირება დაიწყება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.
სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი
ბარსელონა – არავინ
ჟირონა – რაიმუნდო ლუის სუარესი, ხოან მოხიკა (საეჭვო).
გუნდების სიახლეები
– ტრავმის შემდეგ “ბარსელონას” უბრუნდება ტომას ვერმალენი და მოსალოდნელია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ჟერარ პიკეს ჩაანაცვლებს;
– ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ფილიპე კოუტინიო ითამაშებს, მარჯვენა ფლანგზე კი უსმან დემბელე, რომელიც “ბარსაში” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ჯერ კიდევ განიცდის;
– ტრავმა მოიშუშა “ჟირონას” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პერე პონსმა და ის თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონა” და “ჟირონა” ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2011 წელს, “ბარსამ” ლობატოს და რივეროლას გოლებით 2-1 იმარჯვა, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში კი “მონტილივიზე” ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 3-0 მოიგო.
სატურნირო მდგომარეობა
“ბარსელონა” 24 ტურის შემდეგ 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს, “ჟირონა” კი 34 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
WhoScored-ის პროგნოზი
– “ბარსელონა” ხშირად მოხვდება თამაშგარე მდგომარეობაში;
– მასპინძლები გოლს გამჭოლი გადაცემის შედეგად გაიტანენ;
– “ჟირონა” ბევრ საგოლე მომენტს შექმნის და თუ გაიტანს, “ბარსას” მხრიდან ქამბექი იქნება მოსალოდნელი;
– საჰაერო ორთაბრძოლებში უპირატესობა “ჟირონას” ექნება.
ის რო ჟირონა დგეს გოლს ვერ გაიტანს მერე კიდე ის რო ვერც ბევრ საგოლე მომეენტს ვერ შექმნის
ვვერმა და მინა დაყენოს