ხვალ, 24 თებერვალს, ლა ლიგის 25-ე ტურში, “ბარსელონა” “ჟირონას” უმასპინძლებს. ეს “ჟირონას” პირველი ვიზიტი იქნება “კამპ ნოუზე”.
პრიმერაში აღზევება
1929 წელს, ესპანეთის ჩემპიონატის დაარსებაში 3 კატალონიური კლუბი მონაწილეობდა: “ბარსელონა”, “ესპანიოლი” და “ევროპა”. მას შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში, კატალონიური კლუბებიდან, მხოლოდ “საბადელს”, “ჟიმნასტიკს”, “კონდალსა” და “ლეიდას” ჰქონდათ ნათამაშები. მიმდინარე სეზონში კი მათ “ჟირონაც” შეუერთდა.
“ჟირონას” პრიმერა დივიზიონში ერთი წლით ადრე აღწევებაც შეეძლო და კატალონიელებს ამის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ. პრიმერას საგზურის პირდაპირ მოსაპოვებლად მათ ბოლო ტურში “ლუგოს” დამარცხება მართებდათ. “ჟირონა” 92-ე წუთამდე 1:0 იგებდა, მაგრამ თამაში ფრედ დასრულდა. ფლეი ოფის პირველ მატჩში, “ჟირონამ” “სარაგოსა” სტუმრად 3:0 დაამარცხა, მაგრამ შინ 1:4 წააგო და პრიმერაში აღზევება ერთი წლით გადადო.
სადებიუტო კატალონიური დერბი “კამპ ნოუზე”

“კამპ ნოუზე”, კატალონიური დერბი სულ 8 გუნდს უთამაშია და ამ სტადიონზე პირველი შეხვედრა ყველა მათგანმა წააგო, უმეტესობამ დიდი ანგარიშით.
1994 წელს სენსაცია მოხდა – “ლეიდამ”, “კამპ ნოუზე”, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით პირველი შეხვედრა ჩაატარა და 1:0 მოიგო.
ნაცნობი სახეები
ხოსე აურელიო სუარესი
“ჟირონაში” არაერთი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც “ბარსელონაში” უთამაშიათ.
მეკარე ხოსე აურელიო სუარესმა, 2015-2017 წლებში, “ბარსა ბ”-ს მაისურით 48 თამაში ჩაატარა.
მარკ მუნიესა
2009 წელს, მარკ მუნიესა “ბარსელონას” პირველი გუნდის ყველა დროის მე-2 ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. თუმცა, მან პირველ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და სათამაშოდ “სტოკ სიტიში” გადავიდა, საიდანაც “ჟირონაში” გაანათხოვრეს.
კარლეს პლანასი
2012 წელს, “ბარსა ბ”-ში თამაშის დროს, პლანასმა 2 შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა. 2014 წელს ის “სელტაში” გადავიდა, საიდანაც, გასულ ზაფხულში, “ჟირონას” შეუერთდა.
ენტონი ლოსანო
ჰონდურასელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი “ბარსა ბ”-ში დაიწყო. 20 თამაშის ჩატარების შემდეგ, ზამთარში, მან “ჟირონას” მიაშურა.
კოლუმბიელები

ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას სამი კოლუმბიელი მიიღებს. “ბარსელონაში” ამ ქვეყნის ერთი წარმომადგენელი ირიცხება – იერი მინა, ხოლო “ჟირონაში” – ბერნარდო ესპინოზა და იოჰან მოხიკა.
ბერნარდო ესპინოზა (1.92) და იერი მინა (1.95) ლა ლიგის ყველაზე მაღალ ფეხბურთელებს შორის შედიან.
ნუ შეგეშინდებათ!
ნუ შეგეშინდებათ იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრაში ანგარიშს “ჟირონა” გახსნის, თან პირველ 15 წუთში, რადგან ეს ლოგიკურიც კი იქნება. საქმე ისაა, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ჟირონას” გოლების 20% მატჩების პირველ 15 წუთზე მოდის. ეს მაშინ, როდესაც “ბარსელონას” ბოლო 13 გოლიდან პირველ 15 წუთზე მხოლოდ 1 მოდის.
მესის მისია
“ჟირონა” ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, რომლის კარშიც ლიონელ მესის გოლი არ გაუტანია.
გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი “ბარსამ” 3:0 მოიგო. აქედან ერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, რომელიც “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც “ჟირონას” კარი აუღია. საქმე ისაა, რომ დანარჩენი 2 გოლი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.
ყველაზე სახიფათო
“ჟირონაში” მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსელონას” კარში გოლი გაუტანია, კრისტიან სტუანია. ურუგვაელმა ეს 2011 წელს, “ლევანტეში” თამაშის დროს გააკეთა.
სტუანი, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჟირონას” საუკეთესო ბომბარდირია 13 გოლით. ურუგვაელს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, მასზე მეტი გოლი კი მხოლოდ მესის, სუარესსა და ასპასს აქვთ გატანილი.
სემედუ მინა უმტიტი ალბა
დემბელე რაკიტიჩი ბუსკეცი კოუტინიო
მესი სუარესი
კაი შემადგენლობაა
საინტერესოა ჟირონასთან პაექრობა , იმედია მესი გაიტანს გოლს და ასევე კოუტინიო და დემბელემ მინდა სასწაულად ითამაშონ
ნუ სეგეშინდებათ კაი იყო ისედაც არ გვეშინია ისე მაგარი სტატია იყო ბრავო წრიტერ
საღოოლ ადმინ
Magaria