მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჩელსი”, “ბარსელონა” და მსაჯები…

“ჩელსი”, “ბარსელონა” და მსაჯები…

“ჩელსისა” და “ბარსელონას” წყვილის დაპირისპირებაზე ფეხბურთის გულშემატკივარს ხშირად ახსენდება მსაჯების თემა.  პოლემიკას მსაჯების შეცდომებზე ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაედო სათავე, მას შემდეგ, რაც გვარდიოლას მფრინავმა გუნდმა პრაგმატულად მოთამაშე ლონდონური კლუბის ბარიერი დიდი გაჭირვებით დაძლია.

მეორე დღიდან მოყოლებული სპორტული გამოცემები მიქაელ ბალაკისა და დიდიე დროგბას შეშლილი სახეებით აჭრელდა, რომლებიც არბიტრს პენალტის დანიშვნას თხოვდნენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლონდონური მატჩის 2-3 ეპიზოდში მართლაც შეეძლო ევრებეს თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ ხელის გაშვერა.

თუმცა, იგივე სამართლიანობა, ალბათ, იმასაც მოითხოვს, რომ ამ ორმატჩიანი დუელის მხოლოდ ერთი შეხვედრის პერიპეტიებით არ შემოვიფარგლოთ და არც მხოლოდ “ჩელსის” საზიანოდ დაშვებულ შეცდომებზე ვილაპარაკოთ. 2009 წლის გაზაფხულზე მსაჯებმა “ბარსას” წინააღმდეგაც არანაკლებ (თუ მეტად არა) შესცოდეს და რომ არა ინიესტას წარმოუდგენელი გასროლა, შესაძლოა, საუბრის თემა სწორედ ეს შეცდომები ყოფილიყო, რადგანაც მოზეიმე დროგბას და ბალაკს, სავარაუდოდ, აღარ დარჩებოდათ დრო არბიტრთან სასაუბროდ.

ქვემოთ გთავაზობთ ყველა შეცდომის ამსახველ ვიდეოს, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოსარჩევია, ტიერი ანრის წაქცევა “ნოუ კამპზე”, რასაც პენალტი და “ბარსელონას” დაწინაურება უნდა მოჰყოლოდა. ასევე აღსანიშნავია ბალაკის ხელით თამაში საჯარიმოში უკვე “სტემფორდ ბრიჯზე” და რაც მთავარია, აბიდალის უსაფუძვლო გაძევება, რომელმაც “ბარსელონა” ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო და რომ არა ეს მომენტი, რთული სათქმელია, როგორ განვითარდებოდა დანარჩენი მატჩი და იქნებოდა თუ არა კიდევ ის მომენტები მატჩის ბოლოს, რომელზეც განსაკუთრებით აპელირებდნენ ლონდონელები.

ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა იტალიელმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ ერთ-ერთ ბრიტანულ გადაცემაში აღიარა, რომ უსამართლოდ ჩათვალა 2006 წელს ტერის მიერ “ბარსას” კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი, რომელმაც “ლურჯებს” მომდევნო ეტაპის საგზური მოუპოვა. სამწუხაროდ, ეს თამაში აქამდე არავის გახსენებია, როდესაც “ბარსელონასა” და ჩელსის დაპირისპირებაში მსაჯების შეცდომებს მიმოიხილავდნენ.

აქ წარმოდგენილი ფაქტები უტყუარია და დადასტურებულია შესაბამისი ვიდეო გამოსახულებებით.

და ბოლოს, ისმის მთავარი კითხვა: “ჩელსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებების ისტორიაში ვინ უფრო დაზარალდა მსაჯების შეცდომებით? ამ კითხვაზე პასუხი ისევ გულშემატკივრებისთვის მოგვინდვია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (13)

  • kak111
    schedule 20 თებ 2018, 23:00

    ციტატა: BaRCeLoNiSiMOo

    ციტატა: kak111
    2009 წელს ჩელსი მაგ მფრინავ ბარსელონას ნამდვილად ჯობდა.ვისაც აქვს ნაყურები პირდაპირი ეთერი მაგ თამაშის ანგარიშზე არ საუბრობს უმრავლესობა.
    ეგ იყო სუპერ მატჩი მასეთი მეტა დღესაც იქნებოდეს.

    რანაირად ჯობდა ის ჩელსი ბარსას. )))) კამპ ნოუზე უაზრო მსაჯობის გამო ბარსას ლონდონში მოუწია გოლზე ეთამაშა და კონტრშეტევაზე ჩელსიმ ბევრჯერ დაიჭირა. თან მიუხედავად სასწაული გოლისა ძალიან არალოგიკური გოლი გავიდა თავიდანვე და ბარსას სუ აურია გეგმები.10 კაციანმა ბარსამ სასწაული დაცვის მქონე ჩელსის მაინც გაუტანა და საუკეთესო ფეხბურთით ეშმაკებსაც გადაურბინა ფინალშიც.

    იმ კონკრეტულ თამაშში შეიძლება უფრო მეტი საკამათო სიტუაცია ბარსას წინააღმდეგ იყო მარა მნიშვნელობით რომელი უფრო დიდი შეცდომა იყო ესაა მთავარი. აბიდალის წითელი დღესაც ვერ ამიხსნია, რა ლოგიკით გააგდო 1 მეტრით შორს იყო კაკ მინიმუმ ანელკასთან და რანაირად უნდა შეხებოდა ეგ როგორ ვერ დაინახა. აბიდალის გაგდების მერე ნახევარფინალში მიდი და ეთამაშე იმ ჩელსის. უსამართლობას ერთ მხარეს მეორე მხარესაც მოყვა და ამ შემთხვევაში ბარსას გაუმართლა რო ინიესტა ყავდა.

    რანაირად და ყველანაირად.თუ არ გჯერა მთლიან თამაშს უყურე იუთუბიზე იქნება.

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 20 თებ 2018, 22:37

    ციტატა: kak111
    2009 წელს ჩელსი მაგ მფრინავ ბარსელონას ნამდვილად ჯობდა.ვისაც აქვს ნაყურები პირდაპირი ეთერი მაგ თამაშის ანგარიშზე არ საუბრობს უმრავლესობა.
    ეგ იყო სუპერ მატჩი მასეთი მეტა დღესაც იქნებოდეს.

    რანაირად ჯობდა ის ჩელსი ბარსას. )))) კამპ ნოუზე უაზრო მსაჯობის გამო ბარსას ლონდონში მოუწია გოლზე ეთამაშა და კონტრშეტევაზე ჩელსიმ ბევრჯერ დაიჭირა. თან მიუხედავად სასწაული გოლისა ძალიან არალოგიკური გოლი გავიდა თავიდანვე და ბარსას სუ აურია გეგმები.10 კაციანმა ბარსამ სასწაული დაცვის მქონე ჩელსის მაინც გაუტანა და საუკეთესო ფეხბურთით ეშმაკებსაც გადაურბინა ფინალშიც.

    იმ კონკრეტულ თამაშში შეიძლება უფრო მეტი საკამათო სიტუაცია ბარსას წინააღმდეგ იყო მარა მნიშვნელობით რომელი უფრო დიდი შეცდომა იყო ესაა მთავარი. აბიდალის წითელი დღესაც ვერ ამიხსნია, რა ლოგიკით გააგდო 1 მეტრით შორს იყო კაკ მინიმუმ ანელკასთან და რანაირად უნდა შეხებოდა ეგ როგორ ვერ დაინახა. აბიდალის გაგდების მერე ნახევარფინალში მიდი და ეთამაშე იმ ჩელსის. უსამართლობას ერთ მხარეს მეორე მხარესაც მოყვა და ამ შემთხვევაში ბარსას გაუმართლა რო ინიესტა ყავდა.

  • kak111
    schedule 20 თებ 2018, 22:15

    2009 წელს ჩელსი მაგ მფრინავ ბარსელონას ნამდვილად ჯობდა.ვისაც აქვს ნაყურები პირდაპირი ეთერი მაგ თამაშის ანგარიშზე არ საუბრობს უმრავლესობა.
    ეგ იყო სუპერ მატჩი მასეთი მეტა დღესაც იქნებოდეს.

  • BarcaGogo10
    schedule 20 თებ 2018, 21:12

    • მეშინია ამ კაცის anguished laughing

  • Magician
    schedule 20 თებ 2018, 19:54

    ციტატა: Berlinetta♥
    ჩელსის ერთიან ვწერ მე პირადად, თუ წავაგე იმის დედაც მოვან .. ბარსა მაინც იქნება კარგ პონტში ..

    ისე იმდღეს რა მაგრად ამომასხა … 118 კუშზე 100 ლარი მედო … 7 გუნდი დავსვი და მესის ან ვიდალს რო გაეტან ერთიერთზე … 10 000 ვიგებდი :/

    აუფ :((((

  • Rokia96
    schedule 20 თებ 2018, 19:51

    1-2
    უეჭველი

  • messi and iniesta
    schedule 20 თებ 2018, 19:20

    დღეს რა თამაში გველის

    დღეს რა თამაში გველის

  • Arthur Melo
    schedule 20 თებ 2018, 18:24

    ციტატა: gio tediashvili
    ბალაკს რო ხელზე მოხვდა მესის ჩაწოდების მერე არგახსოვთ? განმეორებით მატჩში

    ყველაფერი მახსოვს ჩემო ძმაო, აგერ ქვემოთ დავწერე დიდი კომენტარი მაგის შესახებ. რატომღაც ბევრი ძალიან სუბიექტურად მსჯელობს, აი ჩელსის ფანების საკმაო რაოდენობაც რაებს ამბობდნენ რო ნახო.

  • neo222
    schedule 20 თებ 2018, 17:58

    ავტორს დიდი მადლობა ამ სტატიისთვის, ანრის მომენტი არ მახსოვდა, 100% პენალტი იყო

  • Arthur Melo
    schedule 20 თებ 2018, 17:57

    იცით რაა საინტერესო? აი ამ თამაშზე ხალხი სულ ერთ რაღაცას რო ლაყბობს, როცა დარწმუნებული ვარ ბევრს საკუთარი თვალითაც არ აქვს ნანახი. მე მაინც არ მქონდეს ორივე იგრა საკუთარი თვალით ნანახი და ჯანდაბას. პირველ თამაშში ანრიზე არ დადო პენალტი, ეტოს არარსებული აფსაიტი აუწია + ბალაკი ნაგლად გაიგდო, არადა გასაგდები იყო. რო ემსაჯა ჩესნად, ხომ ბარსა მოიგებდა 2-0 და პახოდუ ბალაკის გარეშე რა უნდა ექნა? ხომ სხვა სურათი იქნებოდა მეორე მატჩში სულ? სადაც აბიდალი ტყუილად გააგდო და ბოლოში იმიტომ იყო ასეთი პრახადვნოი დაცვა რასაც უს მომენტები მოჰყვა. ბალაკს რო ხელში მიხვდა ის? მთელ საფეხბურთო სამყაროში იმენა ერთი იტყვის და მთლიანი ხალხიც იმეორებს, მიუხედავად საკუთარი აზრისა. მარტო ერთ მხარეს არ უნდა იყურო, ეგაა რა. ორივე მხარეს როცა იყო შეცდომები, სადაც თითოეულ მომენტს შეეძლო მატჩის მიმდინარეობის შეცვლა. ბავარია-რეალზე როგორცაა, რომ მარტო ერთ მხარეს იყურებიან, ვიდალს რო გაეტანა ის პენალტი და რეალი რო იწერებოდა არაფერი? რომ განიხილავ მატჩს, უნდა განახილო ობიექტურად ყველაფერი და არა როგორც შენ გაწყობს. ნუ ბოლომდე შეიძლება ჩემი აზრი ვერ ვთქვი, მაგრამ იმედია ყველა გაიგებთ ჩემ სათქმელს.

  • kaxikaxi
    schedule 20 თებ 2018, 17:53

    რაც გიდა ვთქვათ ეგ წარსული და ისტორიაა მხოლოდ…აი დღეს ბარსა მოიგებს,მჯერა 🙂

  • m0nk
    schedule 20 თებ 2018, 17:42

    Is Colinam ro imsaja rogorc maxsovs (da sworad maxsovs), imito ro vitire mag tamashis mere 😀 2004 wels iyo. Avataric eg midevs.. Ronaldinhom iseti shedevri goli gaitana msgavsi istorias ar axsovs … ))

  • Berlinetta♥
    schedule 20 თებ 2018, 17:35