workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპაროსი:”მესი რონალდუზე ნიჭიერია”

კაპაროსი:”მესი რონალდუზე ნიჭიერია”

“ბილბაოს ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა ერთმანეთს არგენტინელი ლიონელ მესი და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ შეადარა, იტყობინება Marca. ბასკმა სპეციალისტმა მწუხარება გამოთქვა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მათნაირი მეტი არავინაა:

” მესი და რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მესი უფრო ნიჭიერია და უფრო ახლოსაა ქუჩის ფეხბურთთან. სამწუხაროა, მაგრამ ლა ლიგაში მათნაირი მეტი არავინაა. რაც შეეხება რონალდუს, იგი მომავლის ფეხბურთელია. ჩვენ მას შეგვიძლია ლაბორატორიის ფეხბურთელი ვუწოდოთ. რონალდუ ძალიან ძლიერია ფიზიკურად,” დაასრულა კაპაროსმა.

ცნობისთვის კვირას კატალონიელებმა კაპაროსის გუნდი “კამპ ნოუზე” 2–1 დაამარცხეს, სადაც ერთი გოლი ლეო მესიმაც გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში