workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩელსი-ბარსელონა – პრევიუ

ჩელსი-ბარსელონა – პრევიუ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “სტემფორდ ბრიჯზე” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს. 

სავარაუდო შემადგენლობები: 

დანაკლისი:

ჩელსი – მარკოს ალონსო, ტიემუე ბაკაიოკო, დავიდ ლუისი, როს ბარკლი (ყველა საეჭვო);

ბარსელონა – ფილიპე კოუტინიო, ნელსონ სემედუ (დისკვალიფიკაცია), ტომას ვერმალენი (საეჭვო). 

გუნდების სიახლეები:

– სამი მატჩის გამოტოვების შემდეგ, შეიძლება “ჩელსის” მარკოს ალონსო დაუბრუნდეს, მაგრამ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე როგორც ბაკაიოკოს, ლუისის და ბარკლის შემთხვევაში. 

– შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ფილიპე კოუტინიო, იმის გამო, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” ერთად უკვე ითამაშა;

– უსმან დემბელე სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას “ეიბართან” არ უთამაშია, შესაბამისად, “ლურჯებთან” მისი მოედანზე გაყვანა სარისკო უნდა იყოს;

– “ბარსელონას” კვლავ 4 ცენტრალური მცველი ჰყავს: პიკესთან, უმტიტისთან და მინასთან ერთად განაცხადში ტომას ვერმალენიც მოხვდა. 

ურთიერთშეხვედრები:

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ერთი “ჩელსიმ” მოიგო (2012 წელს), 4 კი ფრედ დასრულდა. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წელს, ამხანაგურ ტურნირზე, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე დაუპირისპირდნენ და იქაც ლონდონელებმა იმარჯვეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში (ძირითადი დრო 2-2, პენ. 4-2). 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • Ludovik
    schedule 20 თებ 2018, 11:20
    #18

    ძაან რთული თამაში გველის

  • Guro messi
    schedule 19 თებ 2018, 22:25
    #17

    უეჭველი ვიგებთ

  • messi and iniesta
    schedule 19 თებ 2018, 22:20
    #16

    ფრე მთავდება პირველი შეხვედრა მე ასე მგონია

  • CuleTillIDie
    schedule 19 თებ 2018, 18:56
    #15

    აუ კოუ რო არ იქნრბა ტეხავს :/

  • yourego
    schedule 19 თებ 2018, 16:36
    #14

    0-3 golebi messi 2 rakitichi 1 grin grin

  • Don Leo
    schedule 19 თებ 2018, 16:22
    #13

    მოვიგებთ ჩვენ ხომ საუკეთესო გუნდი გვყავს !! 1:2 მგონია მეე !!

  • leo leo magariaaaaaa
    schedule 19 თებ 2018, 16:15
    #12

    მაგრა გაგვიჭირდება

  • Quentin Tarantino
    schedule 19 თებ 2018, 16:11
    #11

    ზოგადად როცა შეატყობთ რომ ვინმე პროვოკატორობს არუნდა დაუციტირო არაფერი რაც არუნდა თქვას..მერე მობეზრდება დდა გაჩერდება..რა საჭიროა ეს გინება და ნერვების შლა

  • rivaldo80
    schedule 19 თებ 2018, 15:45
    #10

    ციტატა: ბალი
    2000 იანებში და იქით პირად შეხვედრებზე თუ მიდგა ლაპარაკი რეალიც ჯობნის ბარსას ))
    იქიდან უნდა შეადარო როცა ის სასტავი გამოჩდა და მოიკიდა ფეხი რომლებიც ეხლაც თამაშობენ ამ გუნდში ))

    ციტატა: nelson semedo 2
    ეს ჩელსის და რეალის ჭაჭყანა ფანები დადუმდნენ

    რეალის ფანი რა შუაშია ჩელსის ეთამაშებით smile
    მოკლედ რა ყველაფერზე რეალი როგორ გაკერიათ პირზე ))

    საინტერესო რა სასტავიი??? ბარსას მოგება არაქ 2009 მერე მეტი რაღა სტატისტიკა გინდა

  • Rivaldo V.B.F
    schedule 19 თებ 2018, 15:39
    #9

    ზოგადად, ჩელსის წინააღმდეგ კი არა, არამედ ინგლისში ბრიტანული გუნდების (არ ვგულისხმობ არსენალს და სიტის, ამ გუნდებს ბევრი აქვთ დასაკმტკიცებელი ჯერ) წინააღმდეგ უჭირს ბარსელონას თამაში. ფრე უნდა იყოს იდეალური შედეგი ორივე გუნდისთვის, რადგანაც ჩელსი სახარბიელო მდგომარეობაში არ არის ამ ეტაპზე და გულშემატკივრებიც ასე თუ ისე არ გაწბილდებიან.

  • nelson semedo 2
    schedule 19 თებ 2018, 15:36
    #8

    ციტატა: GiorgiLaca-18
    მოკლეთ ორივე თამაში უნდა მოვიგოთ უეჭველი რა რო ეს ჩელსის და რეალის ჭაჭყანა ფანები დადუმდნენ . პირველი ტაიმი ტრადიციულად მშვიდად უნდა ჩაატარონ
    შტეგენი
    რობერტო პიკე უმტიტი ალბა
    ბუსკეცი
    რაკიტიჩი პაულინიო ინიესტა
    მესი
    სუარესი
    ცენტრი კარგად უნდა დავიჭიროთ და ფლანგებზე ვილიანი და აზარი კარგად უნდა ამოკეტონ პაულინიო ძლიერია ბევრს ირბენს , რობერტოს რაკეტა დააზღვევს ალბას ინიესტა და უმტიტიც დაეხმარება პაულინიო ცენტრს გაწმინდავს უკან ბუსკეცი ეყოლება მარტო კანტე და სესკი ვერ დაიჭერს ცენტრს მესის უეჭველი დიდ ყურადღებას დაუთმობენ ამიტომ მაგასაც ბევრი მოძრაობა მოუწევს , პირველ ტაიმს მშვიდად ჩავატარებთ იმედია 1 სწრაფი გოლი უეჭველი გვინდა , დაცვაში იმედია პიკე სისულელეს არ გააკეთებს უმტიტის ვენდობი ბოლომდე , მეორე ტაიმში შეტევა შესვენებებით უნდა ვითამაშოთ მაღალ ჩაწოდედბებს დიდი აზრი არაქვს მაღალი მცველები ჰყავთ , კეჰილი და ალონსო დაცვაში სუსტი წერტილია და მანდედან უნდა ჩაახტნენ ინიესტა დაიღლება მაგას უეჭველი შეცვლის და ჯობია დემბელე გამოიყვანოს პაულინიო ცოტა უკან დაიწევს რაკეტა პაუ და ბუსი იქნებიან ცენტრში მესიც წაეხმარება და დემბეელე ფლანგზე იმედია კარგად ითამაშებს და რაღაცეებს არ მოიგონებს , რაც მთავარია გოლი არუნდა გავუშვათ და ერთი ორი ჩვენც გავიტანოთ კამპ ნოუზე კი სრული დომინირებით ვითამაშებთ , დიდი ალბათობით ავტობუსს ჩააყენებს კონტე.

    მაგარია

  • rivaldo80
    schedule 19 თებ 2018, 15:36
    #7

    ციტატა: ბალი

    ციტატა: rivaldo80
    ერთადერთი გუნდი მსოფლიოში რომელიც ბარსასთან თანაბრად თამაშობს კლასიკო გაგვიტრუხდა უკვეე აი ჩელსეა სხვა თემააა…

    რა თანაბრად :))
    ჩელსის პირადი ძუკნაა ბარსა smile
    6 ჯერ შეხვდნენ იქიდან 2 ჯერ გამოაგდეს 🙂
    2ჯერ მოუგეს დალშე ფრე დამთავრდა..
    აშკარად არათანაბარი სტატისტიკაა smile
    მოკლედ ისტორიულად შიგ კატალონიურ სულში აქვთ მოჯმმული ლონდონელებს ))

    05 Apr 2000 Chelsea v Barcelona W 3-1 UEFA Champions League
    18 Apr 2000 Barcelona v Chelsea L 5-1 UEFA Champions League
    23 Feb 2005 Barcelona v Chelsea L 2-1 UEFA Champions League
    08 Mar 2005 Chelsea v Barcelona W 4-2 UEFA Champions League
    22 Feb 2006 Chelsea v Barcelona L 1-2 UEFA Champions League
    07 Mar 2006 Barcelona v Chelsea D 1-1 UEFA Champions League
    18 Oct 2006 Chelsea v Barcelona W 1-0 UEFA Champions League
    31 Oct 2006 Barcelona v Chelsea D 2-2 UEFA Champions League
    28 Apr 2009 Barcelona v Chelsea D 0-0 UEFA Champions League
    06 May 2009 Chelsea v Barcelona D 1-1 UEFA Champions League
    18 Apr 2012 Chelsea v Barcelona W 1-0 UEFA Champions League
    24 Apr 2012 Barcelona v Chelsea D 2-2 UEFA Champions League
    …)))

  • ექსპერტი
    schedule 19 თებ 2018, 15:35
    #6

    რა ჩელსი ხალხო ისე მოუგებენ როგორც რეალს სახლში წყნარად და მშვიდად

  • rivaldo80
    schedule 19 თებ 2018, 15:30
    #5

    ციტატა: Messiah

    ციტატა: romadevi

    ციტატა: rivaldo80
    ერთადერთი გუნდი მსოფლიოში რომელიც ბარსასთან თანაბრად თამაშობს კლასიკო გაგვიტრუხდა უკვეე აი ჩელსეა სხვა თემააა…

    ჩემპიონთა ლიგაზე 2012_ში,ლონდონშიც და სახლშიც ბარსელონამ ისე დაჩაგრა ჩელსი, რომ მართლა თითზე ჩამოსათვლელია თუნდაც ძალიან დაბალი დონის გუნდთან ასეთი სხვაობა, მაგრამ მაინც ჩაგვტოვეს. თანაბარი თამაში სხვაა და არსებობს კიდე რაღაც, რაც თუნდაც ანოეტაზე ემართებოდა ბარსელონას 10 წლის განმავლობაში

    მართალია .. 2012 ში ბედმა თავზე იმასუქნა ჩელსის … რა გოლები ვერ გაიტანეს პროსტა

    ფაქტი ფაქტატ რჩება მაინც ყვეალზე მეტად ჩელსეასთან გვიჭირს თამაში

  • romadevi
    schedule 19 თებ 2018, 15:25
    #4

    ციტატა: rivaldo80
    ერთადერთი გუნდი მსოფლიოში რომელიც ბარსასთან თანაბრად თამაშობს კლასიკო გაგვიტრუხდა უკვეე აი ჩელსეა სხვა თემააა…

    ჩემპიონთა ლიგაზე 2012_ში,ლონდონშიც და სახლშიც ბარსელონამ ისე დაჩაგრა ჩელსი, რომ მართლა თითზე ჩამოსათვლელია თუნდაც ძალიან დაბალი დონის გუნდთან ასეთი სხვაობა, მაგრამ მაინც ჩაგვტოვეს. თანაბარი თამაში სხვაა და არსებობს კიდე რაღაც, რაც თუნდაც ანოეტაზე ემართებოდა ბარსელონას 10 წლის განმავლობაში

  • mezgapre
    schedule 19 თებ 2018, 15:23
    #3

    სასტავ პეს 17 ზე ახალი პაჩის გადაწერა მინდა და შეგიძლიათ კარგი პატჩის ლინკი დამიციტიროთ გთხოვთ არ გაატაროთ

  • rivaldo80
    schedule 19 თებ 2018, 15:19
    #2

    ერთადერთი გუნდი მსოფლიოში რომელიც ბარსასთან თანაბრად თამაშობს კლასიკო გაგვიტრუხდა უკვეე აი ჩელსეა სხვა თემააა…

  • GiorgiLaca-18
    schedule 19 თებ 2018, 15:10
    #1