“ეიბართან” მატჩის შემდეგ კომენტარი “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ გააკეთა.
“ეიბარი” ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც იცის, თუ როგორ შეგიქმნას პრობლემები და საქმე გაგირთულოს. თამაშის დასაწყისიდანვე საკმაოდ გვიჭირდა, მაგრამ მოგება მაინც მოვახერხეთ და ამით კმაყოფილი ვარ. ისიც გამიხარდა, რომ გოლის გატანა მოვახერხე.
მას შემდეგ, რაც მეტოქე მოედანზე 10 კაცით დარჩა, თამაში უფრო დავამშვიდეთ, თუმცა “ეიბარი” მაინც ცდილობდა მომენტების შექმნას”. – განაცხადა ალბამ, რომელმაც მატჩის 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.




ალბა დარწმუნებული ვარ ამ სეზონს კარგად ჩაატარებს.ალბა მესის დუეტი შესანიშნავად გამოიყურება
ალბამ მართლა არ ითამაშა ცუდად