“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ და კლუბის სპონსორებმა ახალ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. განახლებული პირობების თანახმად, ცნობილი კომპანიები “ბლაუგრანას” მაისურის საკუთარი ლოგოთი გასაფორმებლად უფრო მეტს გადაიხდიან
“ბარსელონა” Beko-სგან ახალი კონტრაქტის მიხედვით 19 მილიონ ევროს მიიღებს, რის სანაცვლოდაც ცნობილი კომპანიის ლოგო მაისურის მარცხენა მკლავზე და სავარჯიშო სამოსის წინა და უკანა მხარეს განთავსდება.
“ბლაუგრანას” ხელმძღვანელები ასევე Rakuten-სგანაც მიიღებენ უფრო დიდ თანხას. იაპონელი სპონსორები ივნისის შემდეგ მაისურზე დატანებული რეკლამის სანაცვლოდ 105 მილიონ ევროს გადაიხდიან. საერთო ჯამში აღნიშნული გარიგებიდან მიღებული შემოსავალი სავარაუდოდ 155 მილიონ ევროს მიაღწევს, რადგან კონტრაქტის მიხედვით Rakuten-ი ესპანური კლუბის ოფიციალური მაღაზიის ლიცენზიის მფლობელიც გახდება.
ამასთანავე, პარალელურად დამატებით Nike-თან და კლუბის სხვადასხვა რეგიონალურ სპონსორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, “ბარსელონას” მაისურის ფასი 2018 წლის ზაფხულიდან 235.5 მილიონი ევრო იქნება.
კარგია ფული რომ ექნება გუნდს
მაგ თანხის 60-70 % მოხმარდება სტადიონის რეკონსტრუკციას სავარაუდოდ ისედაც ამ ტრანსფერებში ბევრი დახარჯეს და არამგონია ისევ იგივე განმეორდეს
მაისურია თუ სასტუმრო
მაისურის ფასი კი არ იზრდება, იზრდება რეკლამის გადამხდელთა ფასები ანუ ყველანი ერთად ბეკოც რაკუტენიც და ნაიკიც ერთად 200 მილიონზე მეტს გადაუხდიან ბარსას, რა არის გაუგებარი.
მაისური როგორც ღირდა 20 ლარად თბილისში იგივე იქნება ან მეტი ან ნაკლები 5-10 ლარის ფარგლებში გააჩნია ქართველ "საქმოსნებს"
აა. მეთქი 200 მილიონს რა შეაგროვებს
მაისურის ფასი კი არ იზრდება, იზრდება რეკლამის გადამხდელთა ფასები ანუ ყველანი ერთად ბეკოც რაკუტენიც და ნაიკიც ერთად 200 მილიონზე მეტს გადაუხდიან ბარსას, რა არის გაუგებარი.
მაისური როგორც ღირდა 20 ლარად თბილისში იგივე იქნება ან მეტი ან ნაკლები 5-10 ლარის ფარგლებში გააჩნია ქართველ "საქმოსნებს"
ალბათ 200 ევროზე მეტი და არა 200 მილიონზე
შარშან 20 ლარად ვიყიდე ბაზრობაზე…. როგორ იზრდება ფასები