სეგუნდა დივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო “ბარსა ბ”-მ. ჟერარ ლოპესის გუნდი 25-ე ტურში “კორდობას” ეწვია და მეტოქე 2-1 დაამარცხა. თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში კატალონიელები აგებდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე კარლეს ალენიამ თერთმეტმეტრიანის გატანა მოახერხა, კომპენსირებულ დროში კი მატიას ნაუელმა გუნდი დააწინაურა და 3 ქულა მოუტანა.
შედეგად, რეზერვისტებმა სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლეს, რაც სეზონის პირველი ნახევრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შედეგია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში საკმაოდ დიდი სიმჭიდროვეა და მე-13 და მე-19 ადგილზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.
![კორდობა-ბარსელონა ბ 1-2 [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)

ყოჩაღ იმედია ასე გააგრძელებენ მოგებებს
მე-13 ადგილზეო წერია სტატიაშიც
გაიხარე ძმა სტატია ბოლომდე არ წამიკითხია
ვინმემ ხომ არ იცის რომელ ადგილზეა ბარცელონა.ბ
13 წლის არის