მესი:
”თავს ვეღარ მივცემდით ქულების დაკარგვის უფლებას, ვინაიდან ”რეალი” ახლოსაა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. რამდენიმე თამაშია დარჩენილი და ყველა მათგანი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.”
””ატლეტიკთან” თამაში ყოველთვის რთულია. ეს არის შესანიშნავი, კარგად ორგანიზებული გუნდი.”
”ჩვენ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.”
პედრო:
”კმაყოფილები ვართ თამაშის მსვლელობით და სამი ქულის მოპოვებით. გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.”
”რთული თამაში იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი იყვნენ ფიზიკურად კარგად მომზადებულები.”
”გულშემატკივრები გვიჭერდნენ მხარს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან ბედნიერები არიან ჩვენი გამარჯვებით.”
ინიესტა:
”ძალიან ბედნიერები ვართ გამარჯვებით. მატჩი იყო დაძაბული და რთული.”
”ვალდებულები ვართ ბევრი ვიშრომოთ, რომ გავიმარჯვოთ. ეს ყოველთვის რთულია, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს.”
”თითოეული ჩვენთაგანი ცდილობს, რომ რაიმე პოზიტიური შეიტანოს თამაშში.”
პინტო:
”როდესაც მწვრთნელს ვჭირდები, ყოველთვის მზად ვარ. მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცოტა შესაძლებლობა მიჩნდება.”
”ვალდესი ახლა უკეთ არის.”
პიკე:
”ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჩვენ ბოლო ორი თამაში არ მოგვიგია და მნიშვნელოვანი იყო, ისევ დაგვეწყო გამარჯვებების სერია. მეტოქეებმა არც ისე ბევრი მომენტი შექმნეს, თუმცა მოგება გაგვიჭირდა. ასეთ გამარჯვებებს მოაქვს თასები.”
”პინტომ შესანიშნავი სეივი გააკეთა თამაშის პირველ ნახევარში. ვფიქრობ, რომ მან კარგი მატჩი ჩაატარა.”
”სეზონის დაძაბულ პერიოდს ვუახლოვდებით. ერთი კვირა გვაქვს დასასვენებლად და ”მალიორკასთან” მატჩისთვის მოსამზადებლად. ”არსენალამდე” რამდენიმე მატჩია დარჩენილი და იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ლიდერობა ჩვენ ვალდებულები ვართ მოვიგოთ.”



