“ბარსელონას” პირველი გუნდის მსგავსად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიეთა სარეზერვო გუნდი, “ბარსელონა ბ”-ც ძლიერდება.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მე-2 გუნდს “არსენალის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მარკუს მაკგუეინი შეუერთდა.
გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. ცნობილია, რომ 18 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 3+2 სისტემით გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 25 მილიონი ევრო იქნება.
მაკგუეინი “არსენალის” სკოლის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში, “მეთოფეთა” რიგებში, მან 2 თამაში ჩაატარა და ორივე ევროპა ლიგაზე.
მაკგუეინის გარდა, “ბარსელონა ბ”-მ “ვილიარეალის” 21 წლის ნახევარმცველი მატიას ნაუელ ლეივაც დაიმატა. ის კატალონიურ კლუბში იჯარით ითამაშებს.




გამოგვადგება
ვაა ბართოს გადაეკეტა,ეტყობა მეორედ უმიზნებს პრეზიდენტობას და თუ ასე გააგრძელა პერსპექტივა აქვს,ამ ბოლო დროს სწორი სანტრასფერო პოლიტიკას აწარმოებს თან ბართუშა ფინანსებშია ძაან ძლიერი,ბევრი რამ გამოასწორა ამ კუთხით რაც ხარვეზი იყო ლაპორტრდან მოყოლებული.იცით ვინმემ ამის თამაშები?
კიდე კაი ბარსამ ის დირკა ბელერინი არ იყიდა, სემედუ გაცილებით კარგია ყველამხრივ
gamarjobat barsas u19 rato araa 1/16 finalshi grupa xo moiges