“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის სხვა კლუბის მაისურით თამაშის შესაძლებლობას არც კი განიხილავს.
“ბარსა” ჩემი სახლია. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იზრუნა იმაზე, რომ აქ დავრჩენილიყავი.
საკუთარ თავს მხოლოდ “ბარსელონას” ფორმით ვხედავ. კონტრაქტი რომ არ გამეგრძელებინა, კარიერას დავასრულებდი, რადგან ფეხბურთს ვთამაშობ მხოლოდ იმისთვის, რომ “ბარსელონაში” ვითამაშო.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პიკემ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
კი პიჟონობს ხანდახან მარა რაც მთავარია სულით და გულით კულეა ამიტომ მევასება

Sheshlili xar ♡♡♡♡
იმენა სწორს ბაზრობს