როგორც უკვე იცით, ფიფას ყოფილი არბიტრი, იტურალდე გონსალესი გუშინდელი მატჩის (“ბარსელონა” – “ალავესი” 2:1) ეპიზოდს გამოეხმაურა, სადაც, 88-ე წუთზე, კატალონიელთა მცველმა, სამუელ უმტიტიმ თავის საჯარიმო მოედანში ხელით ითამაშა.
“პენალტის არ დანიშვნით, მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. უმტიტის ხელი ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, მუნირმა დარტყმა ახლო მანძილიდან განახორციელა და მცველს ხელის გაწევის დრო არ ჰქონდა.”

აგრეთვე, შეაფასეს სხვა მომენტებიც:

ფიფას ყოფილი რეფერი, ანდუხარ ოლივერი, რომელიც ახლა გამოცემა Marca-ს ექსპერტია მიიჩნევს, რომ არბიტრთა ბრიგადამ 72-ე წუთზე ლუის სუარესის გოლი სწორად ჩათვალა. ამ ეპიზოდში ბურთი ჟერარ პიკეს ხელს შეეხო, რაზეც ექსმსაჯი ასეთ განცხადებას აკეთებს: “არბიტრები სწორად მოიქცნენ. ბურთი პიკეს შემთხვევით მოხვდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ხელით თამაში. ჟერარი კონტაქტის არიდებას ცდილობდა”.

იტურალდე გონსალესი და ანდუხარ ოლივერი ერთხმად აღიარებენ, რომ: “არბიტრს თამაშგარე მდგომარეობა აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა”. საუბარია 84-ე წუთზე დაფიქსირებულ დარღვევაზე, სადაც, მსაჯების შეცდომის შემდეგ ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

“ალავესის” ნახევარმცველმა, მუბარაქ ვაკასომ ტრადიციულად, უხეში შეხვედრა ჩაატარა და მას ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანი უნდა დაეტოვებინა. კიდევ ერთი ესპანელი ექს-არბიტრი, რაფა გერერო მიიჩნევს, რომ “ვაკასოს შეეძლო სერიოზული ტრავმა მიეყენებინა კოუტინიოსთვის და მან ეს განზრახ გააკეთა“.
მე მსაჯებს თუ მინიმუმ 70 პროცენტიანია არ ვამ\ტყუნებ პროსტა ისინიც ადამიანები არიან მე მოვიტხოვ დააყენეთ ვიდეო რეფერი და ყველაფერი მოგვარდება
არ გინდა რა დაინდე
Vonc kous seriozuul tramvas miayenebs imas gavuxe tavs da saertod an dembeles kide and suas an messis an kous tramvas romelimes tu miayeneben gavuxev siffats
სწორად შეაფასეს
ვაკასოს გაგდება 2 ჯერ შეიძლებოდა. ყვითლის მერე 2 ჯერ იუხეშა მაგრად. მარა ეგ არაფერი. გასაგებია საკამათო სიტუაცია ბევრი იყო მარა გადაჩვეულები ვართ ბარსას სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას და ამიტოა ესეთი ამბავი. თორე რეალის ფანების 99% არც შეიმჩნევდა ამ თამაშს. ცუდი თამაში იყო და რო არ მოეგოთ უკეთესი იქნებოდა ჭკუის სასწავლებლად. მარა აშკარად გადაღლილია გუნდი და იმედია ეს კრიზისის დასაწყისი არ იქნება. ვალენსიასთან ურთულეს თამაშს ველოდები. ესპანიოლთან თასზე გამოგვეცალა მაგრად ძალა
მეგობარო ბარსას ფანები რომ ვართ მაგიტომ დავწერე მე პირადად რომ პენალტი დასანიშნი იყო უმტიტზე და ამით რა შენ ჩემზე მეტად გიყვარს ბარსელონა თუ რა დასკვნა გამოვიტანოთ. კულეები რომ ვართ სწორედ მაგიტო უნდა ვიმსჯელოთ ობიექტურად და რეალის ფანებს არ უნდა დავემსგავსოთ 7 წელიწადში ერთხელ რო იგებენ ლალიგას და მაგ თასსაც მათ საყვარელ გუნდს მსაჯები ძალით თხრიან ერთ ადგილას. რად უნდა ახლა იმას ლაპარაკი რომ გუშინ მსაჯები ძირითადად ჩვენს სასიკეთოდ შეცდნენ.მსაჯით მოგებული თამაში მე არ მინდა და დარწმუნებული ვარ ყველა სტაჟიანი კულე დამეთანხმება ამაში
ვაკასოსთვის იმ მომენტში წითელი ბარათი ისეთი აუცილებელი იყო როგორც თევზისთვის წყალი
ვიდეორეფერიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი !!!!!!!!!!!!!!!
კატასტროფული მსაჯობა . პენალტი უნდა დანიშნულიყო ბარსას კარში და პაკო თამაშგარეში იყო. ვიღაც ფიფას ყოფილი მსაჯი ამბობს არ უნდა დანშნულიყო მაგრამ ეგ იქნება 100დან 1 ვინ მაგას იტყვის. ერთადერთი რაც ამართლებს ამ გამარჯვებას არის ის რომ
პრიმერაში ასეთი რამე ნებისმიერ გუნდს შეიძლება დამართოს ესპანელმა იმბეცილმა მსაჯობამ. მე იმ აზრამდე მივდივარ რომ აზრი არ აქვს მსაჯებზე ლაპარაკს ესპანეთში, 50/50 -ა ან ერთი ზარალდება ან მეორე. ან ორივე.
მასეთი ამბავი რო ატეხეს ამ ალავესი ბარსელონას თამაშზე აქ დარღვევები ისედაც არ ყოფილა და ვალენსიასთან თამაშზე რატო არ ამოიღეს ხმა თავის დროზე მესის აშკარა გოლი რო არ ჩაუთვალეს მაგათ ჯინაზე ჩვენ მაინც პირველები ვართ და ლიგაზე კიდე კარგა ხანი არ დამარცხდება ბარსელონა