მატჩის შემდეგ რიკარდო კაკამ ისაუბრა “რეალის” თამაშზე და ასევე განაცხადა, რომ აქვს “ატლეტიკის” იმედი. “ჩვენ ჩვენი მატჩი მოვიგეთ, ახლა “ბარსელონას” დროა. მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება შესაბამისად ფავორიტი “ბარსელონაა”, მაგრამ “ატლეტიკი” ძალიან კარგი გუნდია, ვიმედოვნებთ ისინი რაიმეს გააწყოვენ “ბარსელონას” წინააღმდეგ”.
ხოლო რაც შეეხება “რეალის” თავკაცს ჟოზე მოურინიოს მან მატჩის შემდეგ ასევე ისაუბრა “ბარსელონაზე”, მასაც ეიმედება “ატლეტიკ” ბილბაოსი”, მაგრამ კაკასგან განსხვავებით პორტუგალიელი არ აპირებს უყუროს “ბარსელონას” მატჩს. “მართალია დღეს “კამპ ნოუზე” საინტერესო თამაში გაიმართება, მაგრამ არ ვაპირებ, რომ ვუყურო ამ შეხვედრას, რადგანაც ვაპირებ ოჯახთან ერთად რესტორანში წასვლას”.

