“სეგუნდა დივიზიონის” 25–ე ტურის გასამართად გუშინ, “მანუელ მარტინეს ვალერომ” ლუის ენრიკეს შეგირდებს უმასპინძლა. მასპინძლის რანგში “ელჩე” წარსდგა, რომელმაც 24–ე ტურში “რეალ ბეტისის” გასვლით შეხვედრაში ანგარიშით, 1–4 დამარცხება შეძლო…
წინა ტურში, კატალონიელებმა მოახერხეს და “კართაგენა” 3 ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს, მაგრამ როგორც ჩანს გამარჯვებების სერია არ გაგრძელებულა. ამის მიზეზი კი “ელჩე” გახდა. გუნდი, რომელმაც გუშინ ლუის ენრიკეს “ბარსა ბ” საკუთარ მოედანზე დაამარცხა.
ანგარიში 32–ე წუთზე გაიხსნა, როდესაც “ელჩეს” კარისკენ ბურთის გადაგზავნა ვიქტორ ვასკესმა შეძლო. თუმცა, 3 წუთში მას ლინარესმა უპასუხა და ანგარიშიც გათანაბრდა. მასპინძლები გაჩერებას არ აპირებდნენ და 72–ჯერ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დალაშქრეს სტუმრების კარი.
ამ მატჩის მთავარი მსაჯი ლოპეს ასტილიეროსი გახლდათ. უნდა ითქვას, რომ მას გუშინ ბევრი სამუშაო ჰქონდა. მთლიანობაში ასტილიეროსმა ხელი ბარათისკენ 15–ჯერ წაიღო. ამ 15 ბარათიდან 7 კატალონიელებს ეკუთვნოდათ, ხოლო 8 მასპინძელ ფეხბურთელებს. მასპინძლებს ლოპესმა 2 წითელი ბარათი უჩვენა. რიპამ წითელი ბარათი 2 გაფრთხილების შემდეგ მიიღო, ხოლო გოლის ავტორმა ლინარესმა წითელი ბარათის მოპოვება ზდმეტი თავის შეწუხების გარეშე შეძლო. “ბარსა ბ”–ს მხრიდან კი წითელ ბარათს ხელი ილიე სანჩესმა გამოკრა. მან რიპას მსგავსად ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ იქნა იგი მოედნიდან გაძევებული.
ლუის ენრიკემ ამ მატჩში წარმატების მოსაპოვებლად მინიო, მონტოია, ფონტასი, სერხი გომესი, პლანასი, ტელიო, ილიე, ტიაგო, დოს სანტოსი, ვასკესი, რაფა ალკანტარა, ნოლიტო, ბენხა და საული დაიხმარა, მაგრამ ამაოდ. “ბარსა ბ” დამარცხდა…