ამაღამ, თბილისის დროით 00:30 საათზე “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ესპანიოლს” დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ გუნდების შესახებ.
1. 4 000 გოლი

“კამპ ნოუზე” ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში სულ 3 998 გოლია გასული და დიდი შანსია, “ესპანიოლთან” ეს რიცხვი დამრგვალდეს. ამისთვის, ორივე გუნდის მიერ ერთად 2 ბურთია საჭირო. პირველი გოლი “ბარსას” საშინაო არენაზე ურუგვაელმა რამონ ალბერტო ვილიავერდემ გაიტანა დაახლოებით 60 წლის წინ, 1957 წლის ოქტომბერში.
2. გამოცდილება

როგორც იცით, “ბარსელონა” 1/4 ფინალის პირველ რაუნდში მინიმალური სხვაობით, 0-1 დამარცხდა. ასეთი შემთხვევა გუნდს აქამდე 12-ჯერ ჰქონდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 11 შემთხვევაში კატალონიელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხეს. მცდელობა წარუმატებელი მხოლოდ ერთხელ, 1981/82 წლების სეზონში აღმოჩნდა, როცა “ატლეტიკოსთან” განმეორებითი შეხვედრა 0-0 დასრულდა.
3. პიკეს N1 მსხვერპლი

ამბობენ, რომ მშობლიურ კლუბში გაზრდილი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელები დერბის მნიშვნელობას ყველაზე კარგად ხვდებიან და სხვებზე უფრო ახერხებენ თავის გამოჩენას. ამ გამოთქმის მართებულობაზე კამათი ნამდვილად შეიძლება, მაგრამ, ჟერარ პიკეს შემთხვევაში, ეს მართლაც ასეა. კატალონიელს “ესპანიოლის” კარში ნებისმიერ სხვა გუნდზე მეტი, კერძოდ კი 5 გოლი აქვს გატანილი.
4. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ

დიდი ალბათობით, დღეს ბრაზილიელი ახალწვეულის, ფილიპე კოუტინიოს დებიუტი შედგება. “ბარსელონას” მაისურით ის პირველად მოედანზე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გავა. როგორც იცით, კოუტინიო “ესპანიოლში” 2012 წელს, მილანის “ინტერიდნ” იჯარით თამაშობდა. საინტერესოა, რომ ის ერთადერთი “ბარსელონელი” არ არის, რომელსაც “ესპანიოლის” მაისურით უთამაშია: ამ გუნდში 2008/09 წლებში ალეიშ ვიდალიც გამოდიოდა.
5. კოპა დელ რეის მბრძანებლები

თუ “ბარსელონა” შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებს, ეს კატალონიური გრანდის მიერ ზედიზედ მე-18 გადალახული ეტაპი იქნება. უკანასკნელ 9-დან 8 ტურნირში “ბლაუგრანამ” მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა შეძლო. თუ ერნესტო ვალვერდეს გუნდი საერთოდ ტურნირის მოგებას შეძლებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა 1930 წლის შემდეგ, როცა კოპა დელ რეის ერთი კლუბი ზედიზედ 4-ჯერ მოიგებს. ბოლოს, ეს ბილბაოს “ატლეტიკმა” გააკეთა.
6. ურთიერთშეხვედრები

“კამპ ნოუზე” “ესპანიოლის” წინააღმდეგ ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებული უკანასკნელი 68-დან 40 თამაშის (59%) შედეგი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ “ბარსელონას” ერთბურთიანი სხვაობა აღმოეფხვრა, ანუ მეტოქე 2 ან მეტი ბურთის სხვაობით დაემარცხებინა. 17 თამაშის შედეგით მომდევნო ეტაპზე “ესპანიოლი” გავიდოდა, დანარჩენი კი თამაშს დამატებით დროში გადაიყვანდა.
და ბოლოს, როგორ პროგნოზს გააკეთებთ შეხვედრის წინ?




წელსაც უნდა მოვიიგოთ
linki dadet ra vinmem
Vinmes maioralebi da sebalosebi ar vegonot sxvisgan gansxvavebit . dges espaniols damajereblad unda mivartvat bliad
Gavanadgurebt dges espaniils 5-0 movugebt(axali var)
მე ვიფიქრე სირცხვილია ასი პრიცენტი ქოლგეითი არაა მეთქი და სხვა რამე დავწერე ისე ბარსა მოიგებს 😀
მგონია რომ 5:1 მორჩება.
ჩავახტებით დღეს ესპანიოლს უეჭველი
ერთი ის ასწორებს რომ ახლა უფრო დაძაბული თამაში იქნება და უფრო მონდომებული იქნება ლეო , სხვა კიდე იმედია ურუგვაელი დაამრგვალებს რიცხვს და 4000-ე გოლს გაიტანს და კოუს დებიუტიც შედგება
წარმატებებიი
მოვიგებთთ იმედია კოუტინიოს დებიუტი შედგებაა <3 !! (ახალივარრ)
6-0 morcheba espaniols shuaze gaglejen
წარმატებები ბარსელონას და კოუტინიოს !!! <3 (ახალივარ იმედია მიმიღებთ )